რა გავლენას ახდენს ასაკობრივი სხვაობა ცოლქმრულ ცხოვრებაზე?
რა გავლენას ახდენს ასაკობრივი სხვაობა ცოლქმრულ ცხოვრებაზე?
ავესტას ტრადიციის თანახმად, ახალი წელი 21 მარტს იწყება. თუ ერთი პარტნიორი ნებისმიერი წლის 21 მარტამდე დაიბადა, მეორე კი 21 მარტის შემდეგ, ასაკობრივ სხვაობას 1 წელი უნდა გამოაკლოთ. თუ ორივე პარტნიორი 21 მარტის შემდეგ დაიბადა, სხვაობა განვლილი წლებით უნდა დაითვალოთ. დაამრგვალეთ წელი, თუ პარტნიორებს შორის სხვაობა სამ თვეზე მეტი არაა. ანუ 1 წელი და 10 თვე 2 წელია, ხოლო 2 წელი და 8 თვე ისევ 2 წელი და ა.შ.

1 წელი - საუკეთესო ურთიერთობი ყალიბდება. მეუღლეები მატერიალური დოვლათის დაგროვებაში დაეხმარებიან ერთმანეთს.
2 წელი
- ქორწინება საერთო ინტერესებსა და სულიერ სიძლიერეზე იქნება დაფუძნებული. ემოციური მიჯაჭვულობის დროს გრძნობები სწრაფად გადის და ქორწინება შეიძლება განქორწინებით დასრულდეს.
3 წელი - პარტნიორებს შორის მუდმივი შეჯიბრება და დაძაბულობაა. როგორც წესი, ოჯახურ სიმძიმეს ერთი პარტნიორი იღებს საკუთარ თავზე, რაც უსიამოვნების მიზეზი გხდება.
4 წელი - მეგობრობაზე დამყარებული კავშირია, შეგვიძლია, ჰარმონიული ქორწინებაც ვუწოდოთ. თუმცა, დროის გასვლის შემდეგ მეუღლეებს შორის ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს.
5 და 10 წელი - მეუღლეებს შორის კარმული კავშირია, მათ ქორწინებას შემთხვევითს ვერ ვუწოდებთ. ერთად უნდა გაიარონ ცხოვრების გზაზე. ამასთანავე, ერთი ლიდერი უნდა იყოს, მეორე - მიმდევარი.
6 და 9 წელი - ურთიერთობის რთულ ფორმას იძლევა. მათი კავშირი შეიძლება დაირღვეს ინტრიგების, ბრძოლის, ნათესაური დაპირისპირებების გამო. ასეთი ქორწინება მოეწონება მათ, ვისაც მოსაწყენი ცხოვრება აქვს, მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს.
7 და 14 წელი - ოჯახური ცხოვრება აღსავსეა საიდუმლოებებით, გაუგებრობებით. ვიღაც მუდმივად ჩაერევა მეუღლეების ცხოვრებაში. ასეთი ასაკობრივი სხვაობით კარგია საიდუმლო სასიყვარულო კავშირი.
8 წელი - ჰარმონიული ქორწინება და სულიერი კომფორტი. მეუღლეები ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში, განვითარებაში ეხმარებიან, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ჰარმონიული ქორწინების ჩამოყალიბებას.
11 წელი - ან ყველაფერი, ან არაფერი - ასეთი ფორმის ურთიერთობა ყალიბდება. მუდმივი ცვლილებები, ბრძოლა ლიდერობისთვის, დაუსრულებელი კრიტიკა ერთმანეთისადმი. თუმცა, ამ ქორწინებას კარგიც აქვს, წყვილმა ნებისმიერ დროს შეიძლება ”დაიწყოს ყველაფერი თავიდან".
12 წელი - სირთულეები ურთიერთობაში, ერთმანეთის გაგებაში. ქორწინება შეიძლება კარგად დაიწყოს, მაგრამ კრახით დასრულდეს. მეუღლეები ხელს უშლიან ერთმანეთს განვითარებაში.
13 წელი - სულიერი, მისიონერული კავშირი შეგვიძლია ვუწოდოთ. მეუღლეების ცხოვრებაში თითქოს უხილავი ძალები ერევიან. ტრანსფორმაციის კავშირი შეიძლება დეგრადაციით ან სულიერი განვითარებით დასრულდეს.
15 წელი - ძლიერი კარმული მიზიდულობა. ერთმანეთს ვერასდროს დაშორდებიან. ან ეხმარებიან ერთმანეთს ცხოვრებისეული კრიზისის დაძლევაში, ან პირიქით, ხელს უშლიან განვითარებაში.
16 წელი - ერთმანეთისთვის "პედაგოგი-მოწაფე" არიან. მაგრამ თუ ურთიერთობა სიყვარულიდან სიძულვილში გადაიზრდება, ომი გარდაუვალია. თუ პარტნიორებს შორის დაბადების პერიოდს შორის სხვაობა 9 თვეზე ნაკლებია (9 თვეზე მეტი უკვე წელია), მეუღლეებს შორის კავშირი იქნება კონსერვატიული, უმოძრაო, მაგრამ სტაბილური.
17-წლიანი ასაკობრივი სხვაობა ისევე ყალიბდება, როგორც ერთწლიანი, 18-წლიანი, როგორც ორწლიანი და ა.შ.

ასაკობრივი სხვაობის შესახებ ფსიქოლოგები და მედიკოსებიც ბჭობენ. ფინელები მიიჩნევენ, რომ ნორმალური, ჯანმრთელი შთამომავლების დასაბადებლად მეუღლეებს შორის სხვაობა 15 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუმცა, რეალურად, ფინეთში ასეთი ოჯახები იშვიათობაა. როგორც წესი, საშუალოდ, ქმარი ცოლზე 3 წლით უფროსია.
შვეიცარიელები ფინელებს არ ეთანხმებიან. მათი აზრით ჯანმრთელი მამაკაცი 15 წელი არ უნდა ელოდებოდეს გოგონას ოჯახისთვის მომწიფებას. მათ გამოიკვლიეს ბედნიერი ოჯახები და დაასკვნეს, რომ მეუღლეებს შორის სხვაობა ექვს წელზე მეტი არ უნდა იყოს. მათივე აზრით, ოჯახისთვის მთავარი კრიტერიული მატერიალური დოვლათია, სიყვარული კი - მეორეხარისხოვანი. ინგლისელები ასაკობრივ ზღვარს იმდენ ყურადღებას არ აქცევენ, რამდენსაც მამის ინტელექტუალურ განვითარებას. მათი კვლევით დადგინდა, რომ რაც უფრო ჭკვიანია მამაკაცი, მით ჯანმრთელი შვილები უჩნდება.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
15:53 / 19-11-2017
რუსული მედია აქტიურად განიხილავს ცნობილი წყვილის დაშორების ამბავს.
12:46 / 13-11-2017
თქვენ, ალბათ, იცნობთ საკუთარ თავს ამ ილუსტრაციებში.
14:44 / 26-10-2017
აირჩიეთ ფოტოზე მოცემული 3 ოჯახური წყვილიდან ერთ-ერთი და გაიგებთ, სინამდვილეში რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ოჯახი.
12:26 / 29-09-2017
ბედნიერი ვარსკვლავური წყვილები შევკრიბეთ, რომლებიც ოჯახური კეთილდღეობის საიდუმლოს გვიმხელენ.
11:38 / 22-09-2017
მზია ხვისტანი-ერაძე სამი შვილის დედაა. 18 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და იქვე შექმნა ქართული ოჯახი.
12:00 / 07-09-2017
სექტემბერი ყველასთვის ახალ გეგმებთან, ახალ საქმეებთან და ახალ შემართებასთან ასოცირდება.
12:35 / 28-08-2017
გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ადამიანთა ურთიერთობა ბევრით აიხსნება... მათი თვალის ფერით. ჩვენ მოგიყვებით სხვადასხვა ფერის მქონე ადამიანებზე და იმაზე, რამდენად ერთგული, ან პირიქით, მოღალატეები არიან ისინი.
12:38 / 21-08-2017
ალბათ, მოგისმენიათ უნივერსალური ფრაზა: "ცხოვრებაში ყველაფერი ხდება", რომელიც თითქმის ნებისმიერ სიტუაციას ერგება. მისი გამოყენება წარმატებით შეგვიძლია მაშინაც, როცა საკუთარი უმწეობით გულაჩუყებულებს გამხნევება გვჭირდება და მაშინაც, როცა რაიმე ფაქტს ან მოვლენას ახსნას ვერაფრით ვუძებნით.
14:46 / 03-07-2017
ჭურჭელს ოდითგანვე არაერთი ტრადიცია უკავშირდება. დიასახლისი მის სისუფთავეზე იყო მუდამ პასუხისმგებელი. ეზოთერიკა ჭურჭლის რეცხვას ეგოიზმსა და ცუდი განზრახვების "ჩამორეცხვას" უკავშირებს.
12:47 / 09-06-2017
ყოველ ჩვენგანს აქვს მომენტები ან დღეები, როცა თავს ვარიდებთ ვინმესთან ურთიერთობას, არ ვპასუხობთ ზარებს, შეტყობინებებს და გზის მეორე მხარეს გადავდივართ შემთხვევითი შეხვედრისას.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რატომ დაშორდნენ ცნობილი წყვილი, გურამ ბაბლიშვილი და ანფისა ჩეხოვა (+ ფოტო)
15:53 / 19-11-2017
რუსული მედია აქტიურად განიხილავს ცნობილი წყვილის დაშორების ამბავს.
ქმარი სოციალურ ქსელში - რა გავაკეთოთ, თუ ვირტუალურმა ცხოვრებამ ძალიან ჩაითრია?
12:11 / 17-11-2017
სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა ვქნათ, თუკი ქმრისთვის საინტერესოა ვირტუალურ სამყაროში ყოფნა და არა თქვენთან?
რას სწავლობენ მამები შვილებისგან? სასაცილო მომენტები ილუსტრაციებად
12:46 / 13-11-2017
თქვენ, ალბათ, იცნობთ საკუთარ თავს ამ ილუსტრაციებში.
ამ მამამ დაამტკიცა, რომ მისი სიყვარული შვილების მიმართ, ცოლთან განქორწინებაზე მაღლა დგას
10:34 / 18-10-2017
მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ განქორწინების შემდეგ თბილი ურთიერთობების შენარჩუნება.
წერილი, რომელმაც ყველა შეძრა -  ”9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო..."
14:16 / 23-09-2017
”9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო... მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი.
რატომ დაინტერესდა ამერიკული მედია ქართველი დედა-შვილით
11:38 / 22-09-2017
მზია ხვისტანი-ერაძე სამი შვილის დედაა. 18 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და იქვე შექმნა ქართული ოჯახი.
კაბის ისტორია, რომელმაც ოჯახის ოთხი თაობა მოიარა
14:04 / 08-09-2017
1927 წელს გადაიღეს ფოტო, რომელზეც პატარა გოგონა ვარდისფერ კაბაშია გამოსახული. ამ ფოტომ დაუდო საფუძველი საოჯახო ტრადიციას, რომელიც უკვე 90 წელი გრძელდება.
“მე ყოფილი საყვარელი ვარ!” აი, 10 ნიშანი იმისა, რომ ქმარი გღალატობთ
11:49 / 07-09-2017
29 წლის კლერი, როგორც ყოფილი საყვარელი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას. მან მოღალატე ქმრების 10 მნიშვნელოვანი მინიშნების შესახებ მოგვითხრო, წერს - The Asian Parent-ი.
"წლებია, ქმრისა და მისი საყვარლის მიმოწერას ვკითხულობ..."
13:45 / 28-08-2017
ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ გვერდით ასეთი ამბებიც ხდება. ეს წერილი ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა და გვთხოვა, გაგვეზიარებინა სხვებისთვის - იქნებ რჩევა-დარიგებები მისცენ ან საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ, რადგან სამწუხაროდ, არც ისე ცოტა ქალი ცხოვრობს ჩვენ გვერდით, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახით ეგუება ქმრის ღალატს:
როცა ცოლქმრული ურთიერთობები ნაპერწკალს კარგავს - რომანტიკული იდეები სახლიდან გაუსვლელად
14:06 / 27-08-2017
ზოგჯერ საჭიროა რომანტიკული საღამოს მოწყობა, ურთიერთობების განახლება, მაგრამ ორივე დაღლილები ხართ კულტურული ან გასტრონომიული საღამოს მოწყობით ან ფინანსური შესაძლებლობები არ გაქვთ?
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30