ღალატის გამო უამრავი ოჯახი ინგრევა. ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ მესამე ადამიანის გამოჩენის გამო ცნობილი ადამიანების ოჯახებიც დანგრეულა.
გიორგი ყიფშიძე
გიორგი და კრისტი ყიფშიძეები ერთმანეთს წლების წინ სკანდალურად დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზიც ღალატი გახდა, გიორგის და კრისტის ცხოვრებაში მსახიობი ია სუხიტაშვილი გამოჩნდა. მოგვიანებით, იამ საჯაროდ აღიარა, რომ ყიფშიძეების წყვილმა სწორედ მის გამო დაანგრია ოჯახი. "ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი ურთიერთობის ნიადაგზე დაინგრა მისი ოჯახი. გიორგი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს იცოდა მთელმა თბილისმა და ამას არ ვმალავდით. გვქონდა ძალიან კარგი სიყვარულის ისტორია, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად გამახსენდება. გიორგიმ მერე მითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით დასამალი არაფერი ჰქონდა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ია სუხიტაშვილმა. იას და გიორგის დაშორების შემდეგ გიორგი ყიფშიძემ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა.
თამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ. გია როინიშვილმა თამრიკო ჭოხონელიძეს ეკა მამალაძესთან უღალატა. ეკა თამრიკოს მეგობარი იყო და სწორედ მეუღლისგან გაიცნო ის გია როინიშვილმა, 20-წლიანი მყარი ოჯახიც ამის შემდეგ დაინგრა. თამრიკო ჭოხონელიძემ არც მეგობარს აპატია ღალატი და არც ქმარს. შემდეგ იყო რთული პერიოდი, მაგრამ მეგობრების დახმარებით თამრიკო ჭოხონელიძემ ყველა პრობლემა გადალახა და ოჯახის უფროსობაც საკუთარ თავზე აიღო. რაც შეეხება ეკა მამალაძეს, ცნობილი გახდა, რომ მისი და გია როინიშვილის დაშორების მიზეზი ოლეგ მელნიკოვია. ამის შესახებ პრესაშიც დაიწერა, თუმცა მამალაძე ამას უარყოფს.
ხატია შამუგია
ხატია შამუგიას და გურამიკო ლომიძის დაქორწინებას წლების წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი ყველაზე პოპულარული წყვილის სტატუსით სარგებლობდნენ. ხატია მაშინ "ფორტუნას" მუსიკალური წამყვანი იყო, გურამიკო კი მომღერალი და ერთმანეთი სწორედ კონცერტებზე გაიცნეს. მათ ურთიერთობას თითქმის მთელი შოუბიზნესი ხელს უწყობდა, თითქოს ბედნიერი წყვილი იყო, მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ დაშორდნენ. ამბობენ, რომ წყვილის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა, ეს ადამიანი კი ქრისტინე იმედაძე იყო, რომელსაც გურამიკო ლომიძე სიურპრიზებით ანებივრებდა, უგზავნიდა ყვავილებს და ა.შ. ამის შესახებ ხატიამ როცა შეიტყო, ქმარს დაშორდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ხატიამ გურამიკოს ღალატი არ აპატია. გურამიკო ლომიძე ახლა ივანა მელაიზე არის შეყვარებული. უახლოეს პერიოდში ისინი დაქორწინებას გეგმავენ. ივანა და გურამიკო ხელს პარიზში, ეიფელის კოშკზე მოაწერენ. გაგრძელება