საქართველოში უამრავი ცნობილი ოჯახი არსებობს, რომლის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია.
თითქოს ტრადიციაა, ცნობილი ოჯახის შვილები არჩევანს ცნობილ ადამიანებზე აკეთებენ. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. "ამბები.გე" ცნობილი ოჯახების სიძეებს გაგაცნობთ.
ირმა სოხაძე
მომღერალ ირმა სოხაძეს ორი სიძე ჰყავს. ერთი უცხოელია და მეორე - ქართველი. მისი ქალიშვილის, ნატა ასათიანის ქმარს საზოგადოება კარგად იცნობს. ნატას ქმარი "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია. ბექამ და ნატამ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს.
გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის სიძე გიგი ჩიჩუა შოუბიზნესში კარგად არის ცნობილი. ის მუსიკოს ლევან ჩიჩუას ძმა არის და თავადაც მუსიკით არის დაკავებული, დიჯეია. გიგიმ და ანა მარგველაშვილმა შარშან იქორწინეს და აგვისტოში ქალიშვილი ანასტასიაც შეეძინათ.
გიორგი კვირიკაშვილი
შარშან გათხოვდა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ქალიშვილი ნუკა. მისი ქალიშვილის რჩეული ლაშა ძიძიგურია. ლაშამ და ნუკამ ქორწილი ტყეში გადაიხადეს, რომელსაც მხოლოდ მათი მეგობრები ესწრებოდნენ.
მამუკა ღლონტი
მამუკა ღლონტის სიძე ექიმი მამუკა ავალიანია. როგორც მამუკა ღლონტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მამუკას მისი შვილის მოტაცების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ რადგან პატარები იყვნენ, მამუკა ღლონტი თამარს და მამუკას დაელაპარაკა და ისინი 6 წლის შემდეგ, 2012 წელს დაქორწინდნენ.
ჯემალ ჭკუასელი
"ერისიონის" დამფუძნებლის, ჯემალ ჭკუასელის სიძე ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანია. ვარლამს გიული ჭკუასელი ბავშვობაში, პირველივე ნახვისას შეუყვარდა. "ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო ჯემალ ჭკუასელის სიძე. მიხარია, რომ ამ ოჯახის შვილად ვითვლები", - აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი. იხილეთ სრულად