"სასოწარკვეთილი დიასახლისები" მსოფლიოში ძალიან წარმატებული და პოპულარული ტელესერიალია.
წარმოგიდგენთ 15 საუკეთესო გამონათქვამს სერიალიდან, რომელსაც შეგიძლიათ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ყოველდღე, შაბათ კვირის გარდა, 17:00 სთ-ზე ჩაუჯდეთ.
1. ყოველთვის იარსებებენ ისეთები, ვინც შიშს დაძლევენ და ისეთებიც, ვინც ყოველთვის გარბიან.
2. რატომ უნდა შევინახო ძველი მოგონებები, თუ შემიძლია შევქმნა ახლები - შენთან ერთად?
3. სექსი ჩოგბურთს ჰგავს: სუსტ მოწინააღმდეგესთან შენც უარესად თამაშობ.
4. დგება მომენტი, როდესაც ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება: მომენტი, რომელშიც ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს სისუსტეებს; მომენტი, როდესაც ჩვენ ვღებულობთ გამოწვევას; მომენტი, რომელშიც ჩვენ ვიღებთ მსხვერპლს, ან ვთმობთ საყვარელ ადამიანს. და ზოგჯერ, ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში - ეს პასუხია ჩვენს ლოცვებზე.
5. შენ ისეთი კარგი ადამიანი ხარ, რომ ამის გამო მე შენ მძულხარ!
6. ყოველ ღამე ჩვენ საკუთარ თავებს ვიტყუებთ იმ იმედით, რომ დილით ეს ტყუილი სიმართლე აღმოჩნდება.
7. რატომ არ მიმატებ „ფეისბუქზე“ მეგობრებში? მე ხომ საკუთარი თირკმელი მოგეცი?
8. შენ სადმე გინახავს ასეთი კვაზიმოდო? როგორც კი კარის ზღურბლზე გადმოაბიჯა, სახლში ყველა საათი გაჩერდა!
9. ყოველთვის ვამჩნევ მათ, ვინც არ მიყურებს.
10. ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით და არამხოლოდ სასიამოვნოთი...
11. ყველას თავისი პისტოლეტი აქვს ზურგს უკან.
12. დედობა - ყველაზე რთულია იმ სამუშაოთაგან, რომელთაც ბედნიერება მოაქვთ.
13. საკმარისია მოგინდეს, მიზეზს ადვილად იპოვი.
14. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მსჯიან. მე კი ისიც არ ვიცი, რა ჩავიდინე.
15. თუ არ ჩხუბობენ, არ ნიშნავს იმას, რომ ბედნიერები არიან.
იხილეთ ასევე: ”ყველა ჩვენგანს აქვს ცოტაოდენი ბინძური თეთრეული” - რატომ უნდა უყუროთ სერიალს ”სასოწარკვეთილი დიასახლისები”
საინტერესო ფაქტები „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შესახებ