ქეთა თოფურიას 42 წლის ქმრის შესახებ რუსულ პრესაში თითქმის ვერაფერს იპოვით, გარდა მის ვარსკვლავ მეუღლესთან დაკავშირებული სტატიებისა და ფოტოებისა.
"რუსეთის რუხი კარდინალი საერთაშორისო სავალუტო ფონდებიდან" - ასე მოიხსენიებს ქართველი მომღერლის მილიონერ ქმარს ერთ-ერთი რუსული საიტი.
ქეთა და ლევი 2013 წელს დაქორწინდნენ. წარმატებულ ბანკირთან და ბიზნესმენთან ურთიერთობას არანაკლებ წარმატებული პოპ-მომღერალი რამდენიმე წლის მანძილზე მალავდა. როგორც ირკვევა, ებრაული გვარის მიუხედავად, ლევ გეიხმანი რუსეთიდანაა, ის მოსკოვში დაიბადა 1974 წლის 26 აპრილს. პირველად ლევ ისააკის ძე გეიხმანის სახელი 1991 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კომიტეტის ბიულეტენში გამოჩნდა. იქ ეწერა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერმა ბიჭმა თავის გამოგონებაზე პატენტი მიიღო. შემდეგ გამომგონებელი მოსკოვის სამთო ინსტიტუტიდან კერძო ფირმაში გადავიდა სამუშაოდ. შემდეგ მის შესახებ ცენტრალურ პრესაში აღარაფერი დაწერილა... გაგრძელება + ფოტო