ვინ იცის, იქნებ ასეთ პრინცს აღარ შეხვდეთ ცხოვრებაში. ამიტომ დროს ნუ დაკარგავთ, გაეცანით მამაკაცების ტიპებს და დააგვირგვინეთ ურთიერთობა.
1. ზვიგენი ბიზნესში
ის საიმედო საყრდენია. ერთად შეადგენთ საოჯახო ბიუჯეტს, სამომავლო გეგმებს, განახორციელებთ იდეებს, მაგრამ მისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ ელით. ის ძალიან დაკავებულია და მასზე ზრუნვა თქვენ მოგიწევთ.
2. მონათესავე სული
თუ ერთმანეთს უსიტყვოდ უგებთ, ერთად უყურებთ რომანტიკულ კომედიებს, შეუძლია თქვენი გამხიარულება, თქვენი სურვილების ამოცნობა და ასრულება, აღარ ალოდინოთ.
3. მისტერ დარსი
სიმპათიური, ელეგანტური, კეთილშობილი და ყურადღებიანი, ანუ ერთი სიტყვით, ნამდვილი ჯენტლმენი. არ გაუშვათ ხელიდან, თუ ასეთი შეგხვდათ, ასეთ ძვირფასი არისტოკრატები ქუჩაში არ ყრია.
4. ქვის კედელი
დაგიცავთ ნებისმიერ სიტუაციაში. არავის დააჩაგვრინებს თქვენს თავს. მისთვის მუდამ პატარა გოგონა იქნებით, რომელსაც დაცვა სჭირდება.
5. გულუხვი
აბა, ძუნწი მამაკაცი ვის რაში სჭირდება?
6. ერთგული თაყვანისმცემელი
მამაკაცი, რომელსაც უგონოდ უყვარხართ, მზადაა, ხელისგულზე გატაროთ და თქვენი ნებისმიერი სურვილი აასრულოს, საუკეთესო კანდიდატია.
7. მამასახლისი
ბავშვებსაც მოუვლის და სახლის საქმეებშიც მოგეხმარებათ. თუ მეგობრებთან ერთად გადაწყვიტეთ გართობა, შინ დაბრუნებულს ვახშამი მომზადებული, ბავშვები დაძინებულები, სახლი - დალაგებული დაგხვდებათ.
8. მომგვარებელი
მისთვის შეუძლებელი არაფერია, ყველა საკითხს მოგიგვარებთ. მასთან ერთად პრობლემები იკლებს.
9. მისტერ პოზიტივი
უყვარს ცხოვრება და მუდამ ხალისიან განწყობაზეა. ცუდ ხასიათზე მყოფს დღესასწაულს მოგიწყობთ. მის გვერდით დაივიწყებთ, რა არის დეპრესია და ქრონიკული ოპტიმიზმით აივსებით.
10. საუკეთესო მეგობარი
თუ ერთმანეთი სხვადასხვა რთულ სიტუაციაში გამოსცადეთ, თუ იცით ერთმანეთის საიდუმლოებები და დღესაც მეგობრობთ, ეს საიმედო კავშირი ქორწინებით უნდა დაგვირგვინდეს.