მკითხველის ისტორია: "მზად ვარ, ჩემი ქმრის დედას და ყოფილ ცოლს პატიების სათხოვნელად მუხლებში ჩავუვარდე..."
მკითხველის ისტორია: "მზად ვარ, ჩემი ქმრის დედას და ყოფილ ცოლს პატიების სათხოვნელად მუხლებში ჩავუვარდე..."
იცით, როგორ გრძნობს თავს კაცის მკვლელი? ამაზე ბევრს საუბრობენ თვითონ მკვლელებიც. მათ აპატიმრებენ, აწამებენ, სჯიან და ეს ყველაფერი მათ გასათავისუფლებლად. დიახ, სწორედ მათ ეხმარება ეს ყველაფერი. მათთვის ასეთი წამება ნეტარებაა. თქვენ არც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი უბედურია ის, ვინც თავის დანაშაულს ბედნიერების მიღმა მალავს, ვინც ვერაფერს ამბობს და დუმს. დუმს, რადგან გვიანია დანაშაულზე ფიქრი. იმის აღიარებაც კი არ შეიძლება, რომ მან შესცოდა. გამოსწორების ერთადერთი გზა კი საკუთარი ბედნიერების შექმნაა.

მე ვარ ეს დამნაშავე. მე ვარ, ვინც მამა წაართვა 3 შვილს. ბავშვობის
სიყვარული ერთგულ ცოლს და შვილი დედას... მე არ ვიცი, როგორ შევძელი შევპარულიყავი მის ცხოვრებაში, ადგილი მეპოვა საკუთარი თავისთვის და ფეხი-ფეხზე გადადებულს მომეკალათა. მაშინ მხოლოდ საკუთარ თავზე და ჩვენზე ვფიქრობდი. ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა. გადავწყვიტე, რომ მას ცოლი აღარ უყვარდა, ასე უნდა ყოფილიყო - რახან სხვა ქალისკენ გაიხედა, ე.ი. ცოლი აღარ სჭირდებოდა. არ მესმოდა, რომ ოჯახებს ხშირად აქვთ რთული პერიოდი. სწორედ ამ პერიოდით ვისარგებლე მეც და როგორც მარტო დატოვებულ სახლში შეიჭრება ხოლმე მძარცველი, ისე შევიჭერი ამ კაცის სულში.

როცა გავიცანი, არ ვიცოდი, ცოლი თუ ჰყავდა. ურთიერთობებში ყოველთვის დომინანტი ვარ და აქაც კაცის "შებმის" ჩვეულ მეთოდს მივმართე, თუმცა, როცა მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ გავიგე, უკვე აზარტში ვიყავი შეჭრილი და დაბოღმილმა მისი ბავშვობის სიყვარული, მისი ცოლი დუელში გამოვიწვიე. ამას მხოლოდ ახლა მივხვდი, მხოლოდ ახლა გავაანალიზე, რომ მე არასდროს მყვარებია ეს კაცი. მის მიმართ მქონდა მხოლოდ ლტოლვა და ერთადერთი, რაც სურვილს კიდევ უფრო მიმძაფრებდა, ვინც გზას მიღობავდა, მისი ცოლი იყო, რომელიც სასტიკად შევიძულე და ბრძოლის ველი ჩვენი კაცის გულში გავმართე. ქალმა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინებოდა მანამ, სანამ საყვარლიდან საცოლედ არ ვიქეცი.
არ ვიცი, როგორ გააგებინა ამის შესახებ ცოლს, რომელიც ახლაც გიჟდება ყოფილ ქმარზე; როგორ უთხრა დედას ან შვილებს, რომლებთან ურთიერთობის დალაგებასაც დღემდე უშედეგოდ ცდილობს.

ვიცი მხოლოდ ერთი - ახლა მე ვალდებული ვარ, ვიყო ამ კაცის ერთგული ცოლი და ვიზრუნო მის შვილებზე. მალე თავადაც დედა გავხდები. არ ვიცი, როგორ გავუმკლავდები ამ ყველაფერს. ნუთუ შვილს უნდა ვუთხრა, რომ დედამისი ქურდია, რომ მან მამას ყველაზე წმინდა ოჯახი დაუნგრია? მე მხოლოდ ახლა მესმის ჩემი ქმრის ცოლის. როცა დედობამდე სულ რაღაც ორი თვეა დარჩენილი, ახლა მესმის ჩემი ქმრის დედის. მზად ვარ, მუხლებში ჩავუვარდე და ყველაფრისთვის პატიება ვთხოვო მათ, მაგრამ რა აზრი ექნება ამ ყველაფერს?

დანგრეული ოჯახი აღარ აღდგება და დაინგრევა ჩვენიც, ჩვენი "რაღაც" როგორ შემიძლია, ჩვენს ურთიერთობას ოჯახი დავარქვა...

ერთადერთი, რაც დამრჩენია, ყოველდღე სწორედ ამ ოჯახური წარმოდგენის დადგმაა. თითქოს ერთმანეთზე შეყვარებული ორი ზრდასრული კაცი და ქალი ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ბედნიერებისთვის. თითქოს, მათ არ აინტერესებთ, რას იტყვის ხალხი, მათ ოჯახურ იდილიას ვერავინ და ვერაფერი დაანგრევს. ალბათ, ეს თამაში მაგრძნობინებს დანაშაულის გრძნობას, ალბათ, ჩემი სასჯელი ჩემი ბედნიერებაა...



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
11:10 / 12-01-2018
ჩემს მეგობარზე მინდა გიამბოთ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, როცა სხვის ამბავს ასე დაუფარავად ვასაჯაროებ, მაგრამ ჩემი ერთადერთი მიზანი მისი დახმარებაა. მინდა, თავისი შეცდომები გააანალიზოს და გამოსწორების გზების ძიება დაიწყოს.
13:04 / 11-01-2018
მატარებლით იშვიათად ვმგზავრობ, მაგრამ რატომღაც იმ დღეს თბილისიდან ქუთაისში წასვლა სწორედ ასე გადავწყვიტე. ჩემ გვერდით 25 წლამდე ელეგანტური გოგონა დაჯდა. მისი სამყარო უფერული მომეჩვენა, მზერა - უიმედო.
რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი - რჩევები მშობლებს
0
0
0 /
0 წ
0
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
2017 წლის 10 ფილმი ძლიერ ქალებზე, დედებსა და თინეიჯერებზე, კინომცოდნე ბექა მაისურაძის რჩევით
10:42 / 17-01-2018
2017 წელი მიიწურა და გასული წლის ფილმების შეფასებაც უკვე თამამად შეგვიძლია. კინომცოდნეთა თქმით, მსოფლიო კინემატოგრაფიას არაერთი შედევრი შეემატა, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფილმებს ძლიერი, მებრძოლი ქალების, დედებისა და თინეიჯერების შესახებ.
როგორ შევხვდეთ ძველით ახალ წელს
16:22 / 13-01-2018
თუ თქვენ არ დაღლილხართ საახალწლო დღესასწაულებისგან, ან გაქვთ ძველით ახალი წლის აღნიშვნის მრავალწლიანი ტრადიცია, მაშინ წაიკითხეთ ჩვენი რჩევები, რომ უფრო ხალისიანად და შინაარსიანად გაატაროთ ძველით ახალი წელი. 
2 წლის ალექსანდრა ბაღში დაჰყავს და ზღაპრებს უყვება - როგორი მამაა ბექა ხოფერია
12:51 / 13-01-2018
ბექა ხოფერია სამი ქალიშვილის მამაა. პირველი გოგონა მომღერალ თიკა ჯამბურიასთან ქორწინებისას შეეძინა, პატარები კი - მეორე ქორწინებიდან ჰყავს.
"პატარა გაჩეჩილი ბარტყის ჭუკი" - მაკა ჩიჩუა პატარა თემოს ახალ ფოტოებს აქვეყნებს
12:43 / 10-01-2018
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში პატარა თემოს ახალ ფოტოებს აქვეყნებს. "ჩემი პატარა გაჩეჩილი ბარტყის ჭუკი" - წერს მაკა ჩიჩუა.
როგორ გამოიყურება მეორე ბავშვზე ორსული ნინი ნებიერიძე (ფოტო)
13:56 / 03-01-2018
ბიზნესმენ თემურ უგულავას და მოდელ ნინი ნებიერიძეს მალე მეორე შვილი ეყოლებათ.
10 საახალწლო და საშობაო ფილმი, რომელიც განწყობას შეგიქმნით
22:11 / 30-12-2017
თუ სტუმრად წასვლას არ აპირებთ და არც თავად უმასპინძლებთ სტუმრებს. ისღა დაგრჩენიათ საახალწლო ფილმებს ჩაუჯდეთ.
თინეიჯერი პატარძლები საქართველოში - რას წერენ უცხოურ პრესაში პატარა ქართველ პატარძლებზე
11:47 / 21-12-2017
ეს სტატია გამოცემა "ნიუიორკერში" გამოქვეყნდა 2016 წლის ნოემბერში, თუმცა მასში ასახული ფაქტები ახლაც აქტუალურია:
სამეფო ოჯახის 18 საშობაო ტრადიცია
14:00 / 18-12-2017
ახალი წელი ყველა ოჯახისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და სიხარულით აღნიშნავენ. წარმოგიდგენთ სამეფო ოჯახის 18 საახალწლო ტრადიციას, რომლებსაც სხვა ოჯახებში ვერ შეხვდებით.
რატომ დაშორდნენ ცნობილი წყვილი, გურამ ბაბლიშვილი და ანფისა ჩეხოვა (+ ფოტო)
15:53 / 19-11-2017
რუსული მედია აქტიურად განიხილავს ცნობილი წყვილის დაშორების ამბავს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი