ეს სტატია გამოცემა "ნიუიორკერში" გამოქვეყნდა 2016 წლის ნოემბერში, თუმცა მასში ასახული ფაქტები ახლაც აქტუალურია:
"16 წლის მეგი შეყვარებულ სკოლის მოწაფეს ჰგავს. სამაია მასზე ერთი წლით უფროსია, თითქოს სკოლის დავალებები აქვს გასაკეთებელიო. ეს ორი გოგონა იმ ცხრა გოგონას შორის აღმოჩნდა, რომლებიც ფოტოჟურნალისტ მირიამ მელონის ობიექტივში მოხვდნენ. დანარჩენი ცხრა გოგონაც იმ 17 პროცენტში შედის, რომელიც საქართველოში 18 წლამდე ასაკშია გათხოვილი.
ნაადრევი ქორწინება საქართველოში, წესით, ძველ ტრადიციებს უკავშირდება და თითქოს თანდათან საერთოდ უნდა აღმოფხვრილიყო, თუმცა ასე როდია. საბჭოთა კავშირის დაშლის, საკმაოდ მძიმე ეკონომიური პირობების შედეგად ეს ტრადიცია საკმაოდ აქტუალური გახდა თანამედროვე საქართველოშიც.
განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ საქართველოს მაღალმთიანი რაიონები, რომელთაც პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, პირველ ათეულში უკავია ადგილი ევროპაში ნაადრევი ქორწინებების კუთხით. აქ ისევ აქტუალურია ქალების მოტაცება, რაც საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა.
16 წლის სამაიას 25 წლის მეუღლე ჰყავს. გათხოვებამდე მომავალი ქმარი მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი ქუჩაში.
როდესაც გოგონას ჰკითხეს, რას ფიქრობდა მომავალ მეუღლეზე, მან უპასუხა, რასაც მისი ოჯახის წევრები ამბობდნენ - კარგი ბიჭია, მისი ნდობა შეიძლებაო. აბა, სხვა რა უნდა თქვა ადამიანზე, რომელიც მხოლოდ ერთხელ გყავს ნანახი, უფრო სწორად, დანახული.
გათხოვილი, პატარა ასაკის გოგონები მალევე ფეხმძიმდებიან, თუმცა ბევრ მათგანს პრობლემები ექმნება ორსულობის დროს და ეს, რა თქმა უნდა, ნაადრევი ასაკიდან გამომდინარე ხდება.
აი, მაგალითად, ბათუმში მცხოვრები 16 წლის მეგი სულაც არ იყო მზად ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის, მისი ორგანიზმი არ გახლდათ მომწიფებული ამ პროცესისთვის.
ინტერვიუს აღების და ფოტოს გადაღების ნებართვა კი ჟურნალისტმა ჯერ გათხოვილი გოგონების ნათესავებისგან, შემდეგ კი მეუღლისგან აიღო. თავად გოგონებს არავინ არაფერს ეკითხება.
განაგრძეთ კითხვა