ქალს ქმარი 5 წლის განმავლობაში ღალატობდა. ის სრულ სასოწარკვეთილებაში იყო და, რაღა თქმა უნდა, თავს საშინლად გრძნობდა.
მისი ცხოვრება განადგურების პირას იყო. ქალს არ ჰქონდა დილით ლოგინიდან ადგომის სურვილი, დაღლილი იყო ჩხუბით.
ერთ დღესაც, ის საშველად ბებიას ესტუმრა. მოხუცი ჭკვიანი და ძლიერი ქალი იყო. მან სამი ქვაბი გაავსო წყლით და ისინი მაღალ ცეცხლზე დადგა. მალევე სამივე ადუღდა. ერთ ქვაბში სტაფილოები, მეორეში კვერცხი, მესამეში კი ყავის მარცვლები ჩაყარა.
ის იჯდა, ხმას არ იღებდა და უყურებდა, როგორ დუღდა წყალი. 20 წუთის შემდეგ მან გაზქურა გამორთო. მან ამოიღო საკვები პროდუქტები და ერთმანეთის გვერდით, თეფშზე დაალაგა. მიუბრუნდა შვილიშვილს და ჰკითხა: „რას ხედავ?“
„სტაფილოს, კვერცხსა და ყავას“, – უპასუხა ახალგაზრდა ქალმა.
ბებიამ მას სთხოვა, შეხებოდა სტაფილოს. მან შეამჩნია, რომ ბოსტნეული, რომელიც მანამდე მაგარი იყო, დარბილებულიყო. ასევე, გაეფცქვნა კვერცხი - ადრე თხევადი და სუსტი, ახლა გამაგრებულიყო. ყავა კი მთლიანად გაიხსნა წყალში.
- გარეგნულად ისეთივეები დარჩნენ, თუმცა შინაგანად შეიცვალნენ ერთი და იგივე მავნე გარემოს - ადუღებული წყლის შედეგად.
ცოტა ხნის შემდეგ კი ბებიას ჰკითხა: "რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ბებია?" იხილეთ პასუხი