ბავშვი ოჯახში - ამაზე დიდი ბედნიერება, ალბათ, არ არსებობს. რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს იდეალურ ოჯახს?
- როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, ძველი ქართული გამონათქვამი მახსენდება: „ერთი შვილი - ღობეს ჩხირი, ორი შვილი - ვითომ შვილი, სამი შვილი - მართლა შვილი“. სამწუხაროდ, უშვილო ოჯახები ჩვენს დროში უფრო ხშირი შემთხვევაა, ვიდრე ადრე. მიზეზი უმეტეს შემთხვევაში სამედიცინო პრობლემებს უკავშირდება, მაგრამ არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც შეგნებულად ამბობენ უარს შვილის ყოლაზე.
ერთი შვილი
ეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში. როგორც წესი, მშობლები შეგნებულად იცავენ ასეთ ოჯახურ სტრუქტურას. ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება მატერიალური მიზეზითაა განპირობებული. ისინი თვლიან, რომ უმჯობესია, კარგად უზრუნველყო ერთი შვილი, ვიდრე რამდენიმეს ცუდი განათლება მისცე. ხშირად ბავშვები, რომლებსაც არ ჰყავთ და-ძმა, საუკეთესო განათლებას ღებულობენ და მშობლებისგანაც მეტი ყურადღება აქვთ, ვიდრე მრავალშვილიან ოჯახებში.
ერთადერთი შვილი ოჯახში - როგორც წესი, ასეთი ბავშვებისგან მშობლებს ძალიან დიდი მოლოდინი აქვთ. მისგან ბევრს ითხოვენ, ბევრს ასწავლიან და სწორად აღზრდიან. ხშირად დედისერთა ბავშვები ძალიან განებივრებულები არიან.
ოჯახი ორი ბავშვით
ეს ვარიანტიც საკმაოდ ხშირია. როგორც წესი, მშობლები მეორე შვილის გაჩენას გავრცელებული სტერეოტიპის გამო წყვეტენ - „ოჯახში ორი ბავშვი უნდა იყოს, გოგო და ბიჭი“. ითვლება, რომ იდეალური სხვაობა შვილებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. უმჯობესია, თუ დედმამიშვილები ერთად იზრდებიან, ერთად თამაშობენ და ერთმანეთს ეხმარებიან. დავინტერესდი, როგორ უდგებიან ამ საკითხს სამეფო ოჯახში და ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტე. როგორც აღმოჩნდა,
სამეფო ოჯახში ორი ბავშვის ყოლის ტრადიცია არსებობს. ეს ტრადიცია კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტმა დაარღვია. იგი მესამე შვილს ელოდება. ბავშვის სქესის გამხელა კი დაუშვებელია. ჩვენგან განსხვავებით, სამეფო ოჯახში ბავშვზე ზრუნვას დაორსულებამდე იწყებენ.
ბავშვთა ფსიქოლოგის აზრით, სამი შვილის ყოლა გამართლებულია მაშინ, თუ ოჯახი შეძლებულია. ბავშვების ცხოვრებაში არ არის მხოლოდ ტანსაცმლის და საკვების პრობლემა. აუცილებელია განათლება, დამატებითი გაკვეთილები და გართობა (რაც იაფი ნამდვილად არ არის).
რამდენი შვილია საჭირო ბედნიერებისთვის?
ამ კითხვაზე არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი. ყველა ოჯახს განსხვავებული საცხოვრებელი პირობები აქვს, განსხვავებული გამოცდილება და დამოკიდებულება ბავშვებისადმი. პასუხი მშობლების პირად ბავშვობის მოგონებებზეა დამოკიდებული. ისინი, ვინც ოჯახში მარტონი იყვნენ, ფიქრობენ, რომ რამდენიმე შვილის ყოლაა აუცილებელი, რომ ბავშვმა თავი მარტოსულად და მოწყენილად არ იგრძნოს. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ მშობლების ყურადღება მათ პატარა დაიკოს ეთმობოდა და თავად დაიჩაგრა. სოციოლოგების და სხვა სპეციალისტების აზრით, რომლებიც დემოგრაფიულ პრობლემებს იკვლევენ, იმისთვის, რომ კაცობრიობა არ გადაშენდეს, ოჯახში სამი შვილი უნდა იყოს. ერთი დედის ნაცვლად, მეორე - მამის, მესამე - მოსახლეობის რიცხვის გასაზრდელად.
თუ თქვენ აპირებთ პირველი ბავშვის გაჩენას, ან უკვე გყავთ და გინდათ, მას პატარა დაიკო ან ძამიკო „აჩუქოთ“, კარგი იქნება, თუ ორგანიზმს წინასწარ მოამზადებთ. არსებობს ვიტაბიოტიქსის ვიტამინი - „პრეგნაქეა ჩასახვა“, რომელიც დაორსულებას უწყობს ხელს. ეს მედიკამენტების ის ერთადერთი ბრენდია, რომელიც დედოფალმა ელისაბედ II-მ თავისი პრიზით დააჯილდოვა. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია და არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს და სხვა დანამატებს. ამიტომ მისი მიღება ხანგრძლივადაა შესაძლებელი.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დაორსულებამდე 6 თვით ადრე. ვიტამინური პრეპარატი - „პრეგნაქეა ჩასახვა“ სპეციალურად შეიქმნა საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით, რათა უზრუნველყოს ჩასახვის პროცესის ნორმალური მიმდინარეობა ქალის ორგანიზმში.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს ბედნიერ ოჯახს?