დედის ჯანმრთელობა - შეუფასებელია! მშობლები მოხუცდებიან - ეს კი უდავოდ აუტანელი ფაქტია. დარწმუნებული ვარ, რომ შეგვეძლოს, ნებისმიერი ჩვენგანი გაიღებდა კიდევ დამატებით 5-10 წელიწადს დედისთვის.
მსოფლიოში ბევრი კვლევა ჩატარდა იმის თაობაზე, თუ რა ახანგრძლივებს სიცოცხლეს, რა ფაქტორი ახდენს გავლენას სიცოცხლეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მოიქცეს ამ წესების მიხედვით, იმიტომ, რომ დაეხმაროს დედას უფრო დიდხანს სიცოცხლეში.
დედასთან უფრო ხშირად ვიზიტი ჭიქა ყავაზე
- პირველ რიგში, ურთიერთობა ხანშიშესულ ადამიანთან - ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია კოგნიტური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მეორე მხრივ კი, ზოგადად, კომუნიკაცია ხანშიშესულ ადამიანთან მთავარ მტერს - მარტოობას ამარცხებს, რაც მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას ნიშნავს, ხოლო მესამე - ყავა ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამცირებს დაავადების რისკს, რომელიც ხშირად ნაადრევი სიკვდილის - ინფარქტის, ინსულტის, კიბოს სხვადასხვა ფორმის გამომწვევი მიზეზია. ასე რომ, არ დაიზაროთ და ხშირად მიაკითხეთ დედას ჭიქა ყავაზე და გაჩერდით მასთან დიდხანს!
...და ვახშამზეც
- მთავარი წესი: მიეცით დედას უფლება, რომ თვითონ მოგიმზადოთ საკვები. კერძის მზადების პროცესი არცთუ ისე უბრალო საქმე გეგონოთ და ხშირად ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის მიზეზიც შესაძლოა გახდეს. ეს კი სწორედ ის არის, რაც გულს სიჯანსაღის შენარჩუნებაში უწყობს ხელს და საბოლოო ჯამში სიცოცხლის გახანგრძლივებას განაპირობებს.
ასწავლეთ დედას სოციალური ქსელების გამოყენება
- არ დაიჯერებთ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული აკადემიის მიერ დაკვირვებებით დამტკიცდა: აქტიური გამოყენება "ფეისბუქისა" და სხვა სოციალური ქსელის, ადამიანის სიცოცხლეს ახანგრძლივებს 12%-ით. ამასთანავე, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ხანშიშესულ ადამიანებში: სოციალური ქსელი ეხმარება მათ, არ იგრძნონ თავი მარტოსულად, ის აგრეთვე ტვინის აქტივობას უწყობს ხელს. მთავარია - თვალი ადევნოთ, რომ მთელი ღამე არ გაათენოს სოციალურ ქსელში!
ხშირად „მიუყარეთ“ დედას შვილიშვილები
- კიდევ ერთი მამოტივირებელი დაკვირვება: ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ შვილიშვილებთან, მეტი შანსი აქვთ იმისა, რომ მოესწრონ შვილთაშვილებს. დაკვირვებები 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, შედეგად კი: ბებიები და ბაბუები, რომლებიც შვილიშვილებთან ერთად ერთობიან, ნაკლებად ექვემდებარებიან სტრესს, ჰიპერტონიასა და გულის დაავადებებს - პირველ რიგში, აქტიური ცხოვრების წესის გამო, რომელიც უწევთ პატარა ცელქი შვილიშვილების გამო.
დაარეგისტრირეთ ბიბლიოთეკაში
- ან უყიდეთ ელექტრონული წიგნი და ჩაუტვირთეთ ბევრი რომანი - გამოკვლევებმა, რომლებშიც 3500 ადამიანი იყო ჩართული, დაამტკიცა: წიგნის მოყვარულები დიდხანს ცოცხლობენ. იმ კატეგორიის მოხუცების შანსი დიდხანს ცხოვრებაზე უფრო მეტია, რომლებიც წიგნის კითხვაში კვირის განმავლობაში 3,5 საათს ატარებენ, პროცენტულად 12%-ით მეტია მათთან შედარებით, ვინც ნაკლებს კითხულობს და 27 %-ით მეტია მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ კითხულობს. სხვათა შორის, მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად წიგნებს და არა ჟურნალებსა და სტატიებს სოციალურ ქსელში.
ჩაუჯექით დედასთან ერთად კომედიებს
- ქალები, რომლებსაც უყვართ გულიანად სიცილი, დიდხანს ცოცხლობენ - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები. ქალში, რომელსაც იუმორის კარგი გრძნობა აქვს, სიკვდილის რისკი ნაკლებია 48%-ით სერიოზული ქალბატონებისგან განსხვავებით. საქმე იმაშია, რომ სიცილი ანეიტრალებს სტრესის ჰორმონს - კორტიზოლს, რომელიც იმუნურ სისტემას ანგრევს და ცუდად აისახება გულის ჯანმრთელობაზე, ასევე საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
სარბენად ერთად გადით
- სირბილი ცხოვრებას 7 საათით გიხანგრძლივებთ - ასეთი დასკვნა გამოაქვეყნეს აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერებმა. თუკი დედას სირბილი არ უყვარს, მაშინ ველოსიპედზე სეირნობაც გამოდგება, ან სწრაფი სიარული. ოპტიმალური დატვირთვა - 4 საათი კვირაში. დამეთანხმეთ, ეს არცთუ ისე ბევრია!
წყარო