ცოტა ხნის წინ ბერა ივანიშვილმა შვილის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძეც ჩანს. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომღერალს "ინსტაგრამზე" უკვე ზუსტად 1 მილიონი გამომწერი ჰყავს, ამგვარი აქტივობა არც უნდა გაგვიკვირდეს.
პატარა ბერუკამ პირველი სიტყვა თქვა, რაც ცხადია, მშობლებმა ვიდეოზე აღბეჭდეს.
გამომწერები ახალ ვიდეოს და ფოტოებს შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან:
"ყველაზე ტკბილი ენა სწორედ ეს არის", "ღმერთის მიერ შექმნილი ყველაზე საოცარი რამ", "ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია"...
ბერა და ნანუკა შვილს უკვე "სტილის გაკვეთილებს" უტარებენ, რაზეც პატარას სამოსი მეტყველებს, რომელიც გემოვნებითაა შერჩეული.