მოდელი ნინი ნებიერიძე და ბიზნესმენი თემურ უგულავა იზოლაციის პერიოდს უსაყვარლეს შვილებთან ერთად ატარებენ.
"ძალიან დავიღალე ყოველდღე საკუთარი თავის ყურებით", - წერს ნინი ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც შავ პოლიეთილენშია გახვეული.
ამ ნაბიჯს და ფრაზას გამომწერისგან ასეთი გამოხმაურება მოჰყვა: „შენ რომ დაიღლები, ჩვენ რაღა ვთქვათ, ულამაზესი გოგო ხარ“.
ნინის შვილებს გამომწერები ზოგჯერ მულტფილმის გმირებსაც კი ადარებენ. ხშირად ეუბნებიან, რომ უსაყვარლესი პატარები ჰყავს. განსაკუთრებული გამოხმაურება პატარა ტოკიო უგულავას ფოტოებს აქვს ხოლმე.
ნინი ყოველთვის კრეატიული ხედვით გამოირჩეოდა, რაც მის ახალ ფოტოებშიც ჩანს.
მოდელს ძალიან უყვარს ნახატები, ზოგადად, ხელოვნება და ცდილობს, რომ საინტერესო ფოტოები შემოგვთავაზოს.
ხატვა ნინის შვილებსაც უყვართ, რაც ამ ვიდეოშიც იგრძნობა.