ოჯახი

ქეთი ხატიაშვილის ფოტოები შვილთან და რჩევები მშობლებს (+ფოტო)

ქეთი ხატიაშვილის ფოტოები შვილთან და რჩევები მშობლებს (+ფოტო)
ტანმოვარჯიშე, მოცეკვავე, ყველასთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია.
ქეთი გამომწერებს და არამხოლოდ მათ, ურჩევს, რომ თუ წონაში დაკლება სურთ, მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება, რომ შინაურ ცხოველებთან ერთად ივარჯიშონ.

აი, რას ურჩევს ქეთი ხატიაშვილი მშობლებს:

" იცით, რატომ უნდა მივიყვანოთ შვილები სპორტზე?!
მაგალითად ჩემს თავს და ჩემს შვილს მოგიყვანთ.
ჩვენ ტანვარჯიში 4 წლიდან დავიწყეთ. მე - უკრაინაში, ანასტასიამ - აქ, "სუხიშვილებში", სადაც ტანვარჯიშს მე ვასწავლიდი.
მე ვიტყოდი, რომ ტანვარჯიში არის დისციპლინა,
რომელიც აისახება სწავლაზე და ნებისმიერ საქმიანობაზე!
შრომისუნარიანობა და გუნდურობა! ეს ორი ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის!!
ანასტასიას რომ ვუყურებ, მეამაყება!! პატარა დიდი ადამიანია.
ყველაფერთან ერთად ტანვარჯიში არის ბაზა ნებისმიერი სხვა სპორტის სახეობისთვის.
მე პირადად ძალიან დამეხმარა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში", რომელიც მოვიგე.
ანასტასია, გარდა ტანვაჯიშისა, მონაწილეობას იღებს ცურვის ჩემპიონატებზე და კარატეს ტურნირებში.
უყვარს ცეკვა და ახლო მომავალში ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ.
როგორც დედა, ყველას გირჩევთ, ატაროთ ბავშვები ტანვარჯიშზე, სპორტზე და შეაყვაროთ ჯანსაღი ცხოვრება."


ასევე გაგვიზიარა TOP- 5 ჯანსაღი ჩვევა, რომლებიც მისი ცხოვრების შემადგენელია:

  1. ძილი მინიმუმ 8 საათი ნებისმიერ შემთხვევაში
  2. არ მიყვარს ტკბილი და არ ვჭამ 19:00-ის მერე
  3. ვარჯიში ან ფეხით სიარული
  4. სითხე, რამდენსაც მთხოვს ორგანიზმი (ძალით არ ვსვამ)
  5. ღიმილი, სიცილი კარგი განწყობისთვის...


როგორც ხედავთ, ქეთი მშვენიერ ფორმაშია და გამომწერების მხრიდან ყურადღების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93