პატარა ბავშვი სუფთა ფურცელს ჰგავს, თქვენ მისთვის ყველაფრის სწავლა გიწევთ და ხშირად ეს დამღლელი პროცესია ხოლმე. ბავშვებისთვის სწორი ძილის სწავლა ბევრი მშობლის პრობლემაა და ხშირად ამის თავიდან ასარიდებლად მშობლები მათ გვერდით იწვენენ, რაც დროთა განმავლობაში მეორე პრობლემას აჩენს, ბავშვს მარტო ძილის სურვილი უქრება. ფსიქოლოგებმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე რჩევა გასცეს.
ნახეთ ფსიქოლოგების რჩევები, როგორ მიაჩვიოთ ბავშვი მარტო ძილს
შეუქმენით ძილის რუტინა
ამ სიტყვებმა არ დაგაბნიოთ, ეს რუტინა მარტივი შესაქმნელია. უბრალოდ, მიაჩვიეთ ბავშვი, დაიძინოს ერთსა და იმავე დროს, რაც ძილის დარეგულირების გარდა, წესრიგის დაცვაში დაეხმარება და მალე ოთახში მარტო დაძინებასაც შეძლებს.
საჭიროა ახლო კონტაქტი
ბავშვები დედებს ვერ ტოვებენ და იმაზე ფიქრი, რომ მათ მარტო ძილი მოუწევთ, მარტოობისა და შიშის განცდას იწვევს მათში. გაახშირეთ მათთან ახლო კონტაქტი, დაიწვინეთ ბავშვი შიშველ მკერდზე, რათა მან თქვენი სურნელი და სიახლოვე შეიგრძნოს. ეს ბავშვს შიშის განცდას გაუქრობს.
დააყენეთ ღამის განათება
განათებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ტკბილი და ხანგრძლივი ძილი. თუ გსურთ, ბავშვი მარტო ძილს მიაჩვიოთ, მაშინ ღამის განათება დაუყენეთ ოთახში. აუცილებელია განათება დაბალ შუქს ანათებდეს და მშვიდ გარემოს ქმნიდეს.
აკონტროლეთ მათი ტირილი
ბავშვის ცხოვრებაში რაღაც ახლის შემოსვლა ყოველთვის ტირილით იწყება, თუმცა არ შეგეშინდეთ. აკონტროლეთ მისი ტირილი, დაამშვიდეთ და აგრძნობინეთ, რომ მასთან ხართ და ბავშვი ნელ-ნელა ოთახში მარტო დაძინებასაც მიეჩვევა.
წაუკითხეთ წიგნები
ერთ-ერთი სასიამოვნო მეთოდი იმისთვის, რომ ბავშვს ტკბილად დაეძინოს, წიგნის წაკითხვაა. მშობლის ხმა ბავშვს ყოველთვის ამშვიდებს. წაუკითხეთ წიგნი ძილის წინ და მას მარტოობის განცდა აღარ ექნება.
წყარო: brightside.me