მომღერალი სოფო ბედია "ინსტაგრამზე" ნაკლებად აქტიურია, ის უფრო ფეისბუქის მომხმარებელია, სადაც ახალ ფოტოებს ხშირად გვთავაზობს. მისი ოჯახის მისამართით ადამიანები ძირითადად დადებითად არიან განწყობილი.
ჟურნალ "სარკეში" გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში სოფო საუბრობს ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, რაც ბევრმა ალბათ ახლაც არ იცის. მას და მის მეუღლეს- მიშა მესხს ხუთი წელი შვილი არ ჰყავდათ.
" ოცნებად გვქონდა ბავშვის დაბადება.
ცხოვრებაში არის სიტუაციები, როცა რაღაცას ძალიან გულწრფელი ლოცვით სთხოვ უფალს. მამა გაბრიელის საფლავთან დავიჩოქე და ვთხოვე, მე და მიშას თუ სიცოცხლის ბოლომდე ერთად გვიწერია ცხოვრება, დამეხმარე, რომ შვილი გვეყოლოს-მეთქი… სასწაული მოხდა! "
გადავხედოთ სოფოს ოჯახურ ფოტოებს, სადაც მისი უსაყვარლესი ბიჭიც ჩანს.
სოციალურ ქსელში სოფოს დიეტა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როგორც ხედავთ, მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია.