- 24 წლის ვარ, ვაჟა ჩემზე 1 წლით უფროსია. ჩვენი ამბავი ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. მე-10 კლასში ვიქნებოდი, როდესაც სასკოლო ღონისძიებაზე ვაჟა გავიცანი. ისე
მოხდა, რომ მას შევუყვარდი, მაგრამ
ერთხელაც მეგობრის წაქეზებით სოციალურ ქსელში გამომიწერა და კვლავ აღვადგინეთ ურთიერთობა. მაშინ ცოტათი ცუდი პერიოდი მქონდა და შემიძლია ვთქვა, რომ კარგ დროს სწორ ადგილას გამოჩნდა. ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა და ვღელავდი, თუმცა შეუმჩნევლად ეს კონტაქტი სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. მას მერე მომკიდა ხელი და ყველგან დამატარებს. ყოველთვის ყველგან ჩემ გვერდით არის.
ვფიქრობდი ხოლმე ჩვენს ხელახალ შეხვედრაზე, თუმცა რამეს თუ წამოვიწყებდით, ნამდვილად არ მეგონა. ურთიერთობის პირველ პერიოდში თავადაც გაკვირვებული დავდიოდი, რადგან ეს გრძნობა შეუმჩნევლად გადაიზარდა რაღაც მეტში. ვაჟა მაშინაც ძალიან კარგი ადამიანი იყო, თბილი, მოაზროვნე და პირველ რიგში, მხიარული. უბრალოდ, მაშინ რაღაც არ გამოვიდა. ურთიერთობის დაწყებიდან მალევე სამეგობრო გამაცნო და, ფაქტობრივად, უჩემოდ არსად დადიოდა. ასე გავხდით შეყვარებულები და გარშემო დიდი სამეგობროც შემოვიკრიბეთ.