მოდელი თამო ვაშალომიძე მალე მეორე შვილს ელოდება. მას უკვე ჰყავს გოგონა და ახლა ბიჭის დედაც გახდება.
მეორე შვილის დედა გახდება ასევე ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილიც.
ცნობისთვის, რუსკას და სანდრო ნიჟარაძეს ერთი შვილი ჰყავთ, 3 წლის ილია.
მომღერალი ქეთა თოფურიაც ბიჭს ელოდება და მალე იმშობიარებს. რამდენიმე დღის წინ მან და ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა ქორწილი ვიწრო წრეში აღნიშნეს.