ოჯახი

"გაცნობიდან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო" - გიორგი გასვიანი ქორწინდება, ვინ არის მისი რჩეული?

"გაცნობიდან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო" - გიორგი გასვიანი ქორწინდება, ვინ არის მისი რჩეული?

მსა­ხი­ობ და ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. მა­რი­ტა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია. პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად წყვი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა შედ­გა და მალე ჯვარ­საც და­ი­წე­რენ.

გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი:

- მა­რი­ტა პან­დე­მი­ამ­დე ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ზე და­დი­ო­და. "ინ­სტაგ­რა­მის" მეშ­ვე­ო­ბით შო­რი­დან ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს და პირ­ვე­ლად ამ ზა­ფხულს ბა­თუმ­ში, ჩემი მე­გობ­რის ზურა ჯა­ვა­ხი­ას კონ­ცერ­ტზე ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და ჩვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ასე და­ი­წყო.

- და­ო­ჯა­ხე­ბას რო­დის გეგ­მავთ?

- ახლა მარ­ხვის პე­რი­ო­დია, თან

პან­დე­მი­აა... ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თად ვცხოვ­რობთ, მარ­ხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჯვარს და­ვი­წერთ და ვნა­ხოთ, რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა პან­დე­მი­ის კუ­თხით ქვე­ყა­ნა­ში და შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ლიც გა­და­ვი­ხა­დოთ.

- ერთი ნახ­ვით შე­გიყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი?

- გაც­ნო­ბი­დან ძა­ლი­ან მალე მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე აღარ შეგ­ვეძ­ლო. შემ­დეგ მა­რი­ტამ მშობ­ლებს უთხრა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თბის შე­სა­ხებ და მათ­თვი­საც ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მიც­ნობ­დნენ. რო­დე­საც მათ­თან მი­ვე­დი, ძა­ლი­ან კარ­გად მი­მი­ღეს. მა­რი­ტა თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლია, რა­ღაც პე­რი­ო­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, ამი­ტომ არ გაკ­ვირ­ვე­ბი­ათ მშობ­ლებს, რომ ბედი ხე­ლო­ვანს და­უ­კავ­ში­რა.

ას­ტრო­ლო­გია ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ისე მალე მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი და ისე შე­ვი­ჭე­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბებ­ში, რომ და­მა­ვი­წყდა ჩვენს სა­ერ­თო რუ­კა­ში ჩა­მე­ხე­და. მა­რი­ტა თევ­ზე­ბია, მე მო­რი­ე­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომ ვნა­ხე, იდე­ა­ლუ­რი შე­თავ­სე­ბაა ამ 2 ნი­შანს შო­რის.-

იხილეთ სრულად

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93