ოჯახი

"შვიდი თვის ორსული ახალ წელს ნამტირალევი თვალებით შევხვდი... უფროსმა ყურმილში მიკივლა: "თუ ტვინი აღარ გიმუშავებს, წადი!"

"შვიდი თვის ორსული ახალ წელს ნამტირალევი თვალებით შევხვდი... უფროსმა ყურმილში მიკივლა: "თუ ტვინი აღარ გიმუშავებს, წადი!"
მუშაობა ორსულობის დროს არც თუ იოალი საქმეა. ბუნებრივი მდგომარეობაა, გადაღლა, სტრესი მუდმივი ძილის სურვილი და ტოქსიკოზი, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან ბევრი ორსული სამსახურს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

გთავაზობთ ჩვენი მკითხველის წერილს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

"იმას, რასაც ახლა მოვყვები, გთხოვთ, ნუ მიაწერეთ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას...

7 თვის ორსული ვარ, ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში რამდენიმე წელი. ანაზღაურება მაღალი არ იყო, მაგრამ სტაბილური შემოსავალი მაქონდა
და ჩემთვის საკმარისი იყო.

ზოგადად არ მიყვარს ფაქტების გაბუქება და გაზვიადება, ამბობენ, ორსულებს ყველაფერი ადვილად ხვდებათ გულზეო, მაგრამ თქვენ თვითონ შეაფასეთ... საგრძნობლად შეიცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება უფროსების მხრიდან მას მერე, რაც ჩემი ორსულობის შესახებ გაიგეს.

ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც ორსულობას ახლავს თან, რა თქმა უნდა, ქალს უფრო ემოციურს და მგძნობიარეს ხდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროს ის სულელი და შრომისუუნაროა.

პირველივე დღიდან ირონია, "ამას მხოლოდ ვაშლი აჭამე, საქმის კეთება აღარ უნდა" და მსგავსი უამრავი ფრაზა. ის, რომ მოვდუნდი, საქმის კეთება აღარ მინდა, ისე აღარ ვინდომებ, როგორც ადრე... ყოველდღე სტრესი, მოურიდებლად ხმამაღალი ტონი და შენიშვნები...

31 დეკემბერს ჩვეულებრივ ვიმუშავეთ 8 საათს +უსასრულობა (სანამ სამუშაოს არ დაასრულებ), რაღა თქმა უნდა, ტრადიციულად აუარებელი საქმით.

კოლექტივზე საბედნიეროდ, კარგის მეტი არაფერი მეთქმის,
ყოველთვის ვცდილობდით ერთმანეთის დახმარებას, იმ დღეს ჩემი თანამშრომლის საქმეც შევითავსე, რომელიც რაიონიდანაა და დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ ადრე წასვლაზე უფროსი დაითანხმა.

...როგორც იქნა, მოვრჩი ბოლო ბლანკის შევსებასაც. რვის ნახევარი იყო, საათს დავხედე, ცხრაზე უკვე სახლში ვიყავი.
ნათესავებს ველოდებით, ახალი წელი მოდის, დიდი ფუსფუსი და ამბებია სამზარეულოში, ამ დროს ჩემი ტელეფონი რეკავს.

უფროსის ნომერი რომ დავინახე, ტანში გამცრა, ვპასუხობ და მესმის ისტერიკული კივილი, ისე დავიბენი, აღარაფერი მესმოდა, ყურებს არ ვუჯერებდი, რომ მცირე პროგრამული შეცდომის გამო მსგავს შეურაცხყოფებს ვისმენდი: "თუ ტვინი აღარ გიმუშავებს, წადი!".

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93