არჩილ სოლოღაშვილის მეუღლე და ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძეც ბავშვს ელოდება, - ამის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ნუცა ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანია.
წყვილი რვა წელია დაქორწინებულია.
როგორც ცნობილია, აჩიკო და ნუცა ბიჭუნას ელოდებიან და სახელიც უკვე შერჩეული აქვთ. მას ალექსანდრეს დაარქმევენ.
აჩიკო და ნუცა ამჟამად კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან. სწორედ იქ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა მსახიობმა თავის „ფეისბუქის“ გვერდზე. ფოტოზე კარგად ჩანს ნუცას მომრგვალებული მუცელი.
ნუცა ძალიან ლამაზი ორსულია. თუ მის სხვადასხვა "ლუქს"გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ტელესახე ძირითადად შარვლებს და თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>