მომღერალმა დათო ხუჯაძემ სოციალურ ქსელში ულამაზესი გოგონას, ეკა დალაქიშვილის ფოტო გამოაქვეყნა,სადაც მას თითზე ბეჭედი უკეთია. როგორც ჩანს, წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.
საზოგადოებისგან წყვილმა უმარავი მილოცვა და თბილი სიტყვა დაიმსახურა. ბევრი წერს, რომ დათომ კარგი არჩევანი გააკეთა და ეკა ძალიან ლამაზი გოგონაა.
"ჩვენი ლამაზი რძალი", "გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ", "გაიხარეთ და გამრავლდით", - წერენ დათოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე.
ცნობისთვის, დათო ხუჯაძე ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში. მისი მეუღლე ნათია ონიანი გახლდათ, რომელიც რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. დათოს და ნათიას ქალიშვილი მელანოც შეეძინა, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ. დათო ცოლთან დაშორების მიზეზებზე არასდროს საუბრობდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>