მსახიობი გიორგი ყიფშიძე და მისი ქალიშვილი ნატალია სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებენ. ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ეთამაშება უფროსი ყიფშიძე - ზურა პატარა შვილიშვილს, კოსმოს. როგორც ჩანს, ზურა ძალიან მოსიყვარულე ბაბუაა და პატარა კოსმოს ხშირად უთმობს თავისუფალ დროს თამაშისთვის.
კოსმო გიორგის მეორე ცოლისგან, ახალგაზრდა ფოტოგრაფისგან - ენი გასოევასგან ჰყავს.
ნატალიას, ისევე, როგორც კრისტის, კარგი ურთიერთობა აქვს ენისთან და მათ ხშირად სტუმრობს. ზურასა და კოსმოს ფოტოზე ნატალიამ დაწერა: "ვაფრენ".
გიორგის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ მამა-შვილს, გიორგისა და ნატალიას ფოტოსესია ჰქონდათ და ძალიან თბილი და ამავდროულად, სახალისო ფოტოები გადაიღეს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>