ოჯახი

5 სასიყვარულო ისტორია, რომლებსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ

 5 სასიყვარულო ისტორია, რომლებსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ
სასიყვარულო ისტორიები ყოველთვის ისე არ მთავრდება, როგორც ჩვენ გვინდა. სიყვარული ყოველთვის წრფელი და ხანგრძლივი არ არის და ამის თვალსაჩინო მაგალითები ისტორიაში, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებშიც შეგვიმჩნევია. სანამ ვინმეს უზომოდ შეყვარებას გადაწყვეტ, უნდა დაფიქრდე, მას შენთვის რამდენი სიყვარულის მოცემა შეუძლია და ეყვარები თუ არა სამუდამოდ, ისე, თითქოს შენ გარდა სხვა არც არასდროს ჰყვარებია.

ნახეთ 5 სასიყვარულო ისტორია, რომლებსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ


ბოლო პაემანი

"ჩვენ ერთმანეთს წლები ვხვდებოდით. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, თუმცა რამდენიმე
წლის შემდეგ მივხვდით, რომ ერთმანეთის კარგად გვესმოდა. მეგობრული გრძნობა ვნებაში გადაიზარდა და სიყვარული გაჩნდა. ის 20-ის იყო, მე - 21-ის. მას გათხოვება და შვილების გაჩენა უნდოდა, თუმცა მე გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობდი, ჯერ ვტკბებოდი ყველაფრით და როდესაც 30-ს მივუახლოვდებოდი, ცოლსაც შევირთავდი და შვილებიც გვეყოლებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცით, დაშორება რომ გადავწყვიტეთ.



ურთიერთობის დაწყებიდან ერთ-ორ წელიწადში კონფლიქტმა იმატა. ჩემი შეყვარებული სულ გათხოვებაზე საუბრობდა და გადავწყვიტეთ, ურთიერთობა დაგვემთავრებინა, თუმცა მანამდე ის ბოლო პაემანზე დავპატიჟე. მთელი ღამე მოგონებების გახსენებაში გავატარეთ. ვიხსენებდით, რამდენი ღამე, წუთი და წამი გვქონდა ერთმანეთთან გატარებული და იმაზეც ვისაუბრეთ, დაშორების შემდეგ რა მოგვენატრებოდა ერთმანეთში. ჩემმა შეყვარებულმა მითხრა, რომ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე. მეც ასე ვფიქრობდი. რამდენიმეწლიანმა სიყვარულმა ჩვენ სწორი გზა გვანახა.

იმ ღამეს ყვავილები მივართვი; ლამაზ, რომანტიკულ ვახშამზე წავიყვანე, სადაც ცოცხალი მუსიკა და ულამაზესი ქალაქის ხედი იშლებოდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, რომანტიკული და ამავდროულად, სევდიანი საღამო. იმ საღამოს ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობეთ, გადავეხვიეთ და სხვადასხვა გზით წავედით. მას შემდეგ ერთმანეთი არ გვინახავს. დიდხანს მის გარეშე ყოფნა მიჭირდა, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებაში ერთდროულად რომანტიკულიც და გულდასაწყვეტიც იყო."

დაუსრულებელი რომანი

"როგორც იქნა, ისეთი ბიჭი ვიპოვე, როგორსაც ვეძებდი. მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი და ჩვენც, როგორც ხდება ხოლმე, დავმეგობრდით. ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით; რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვახლოვდებოდით. ჩვენს საერთო წრესთან ერთად, ლაშქრობაშიც ვიყავით. მან დამოუკიდებლად ნათურის გამოცვლა, მანქანაში ზეთის ჩასხმა და გამოუვალ სიტუაციებში გამოსავლის პოვნა მასწავლა; რაღაცების ჩემით გაკეთებას მიმაჩვია. მეც კარგი წიგნები, ფილმები და სერიალები ავარჩევინე, პოეზია შევაყვარე და სულ მადლობელი იყო ამისთვის.

ერთ დღეს მივხვდით, რომ ერთმანეთი უზომოდ გვიყვარდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ბედმა ჩვენი ერთად ყოფნა არ ისურვა. ახლა ვზივარ, ვწერ და ვიხსენებ ქორწილს, რომელსაც გუშინ დავესწარი. ჩემმა იდეალურმა ბიჭმა ცოლი მოიყვანა, ოღონდ საცოლე მე არ ვიყავი, ჩვენი დაუსრულებელი რომანი კი გუშინ დასრულდა."

გიჟური სიყვარული

"როდესაც შეყვარებული მყავდა, გავაცნობიერე, რომ სრულიად შემთხვევით სხვა ბიჭი შემიყვარდა. მაშინვე დავშორდი შეყვარებულს იმის გამო, რომ ამ ბიჭთან რაიმე ურთიერთობა გამომსვლოდა. ჩვენი ურთიერთობაც დაიწყო, რამდენიმე კვირა ერთმანეთს ვწერდით, ერთად სასიყვარულო სიმღერებს ვმღეროდით, ერთმანეთს ვეხუმრებოდით, საჭმელებს ვაკეთებდით და გიჟურ სიმღერებზე ვცეკვავდით. სიხარულისგან თვალები მიბრწყინავდა, საოცარი წყვილი ვიყავით. ჩემი ცხოვრების 3 ბედნიერი კვირა გავატარე.

ურთიერთობის პირველი ორი კვირა ჩქარა გავიდა. შემდეგ ჩემი ბედნიერი სიყვარული დანგრევისკენ წავიდა. ის მიხვდა, რომ სერიოზული ურთიერთობა არ უნდოდა, ახალგაზრდა იყო და სამყაროს აღმოჩენისკენ მიუწევდა გული, ვალდებულებების შეეშინდა და ერთ-ერთი შეხვედრისას თავისი არეული ფიქრები გამანდო. ფიქრობდა, რომ მე საოცარი ვიყავი, ყველა ჩვენი დღე ერთმანეთზე უკეთესი იყო, თუმცა ურთიერთობა არ სურდა.



იმ დღესვე დავშორდით. ერთ კვირაში ჩემს ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდა, მეგობრობა შემომთავაზა და მეც, მასზე შეყვარებულმა, უარი ვერ ვუთხარი. მეორედ დავიწყეთ ურთიერთობა და დავმეგობრდით. მე კი უფრო და უფრო მიყვარდება ბიჭი, რომელსაც ჰგონია, რომ ახლო მეგობრები ვართ და ჩვენი სამკვირიანი სიყვარული იმ დღეს დამთავრდა." 

დაკარგული სიყვარული

"ორი წელი გოგო მიყვარდა. ლამაზი და ჭკვიანი იყო. ხანდახან ახლაც ვფიქრობ მასზე. კარგი მეგობრები ვიყავით, მოგვწონდა კიდეც ერთმანეთი, თუმცა ერთ დღეს მითხრა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი უყვარდა. ამ ამბავმა გამანადგურა და დიდი შეცდომაც დავუშვი, მეგობარს დავეხმარე, ჩემი არჩეული გოგო უკეთ გაეცნო და საბოლოოდ მათაც შეუყვარდათ ერთმანეთი. მე მარტო დავრჩი...

ყოველდღე ვნანობ, რომ მეტი გამბედაობა არ გამოვიჩინე და ამ გოგოს ჩემი გრძნობები არ გავუმხილე. იქნებ ახლა ერთად არა ისინი, არამედ ჩვენ ვყოფილიყავით. მათ ყოველდღე სკოლაში ვნახულობ და ხანდახან ამ გოგოსთან ჩემს  თავსაც წარმოვიდგენ ხოლმე. გული მწყდება, ისევ მიყვარს." 

დისტანციური სიყვარული 



"22 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შეყვარებული მყავდა. საოცრად მიყვარდა ის გოგო და მისთვის ტექსასიდან საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავედი. თავიდან ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, ერთმანეთს ვეწყობოდით, ბედნიერად ვიყავით, თუმცა კალიფორნიას ვერ მოვერგე და რამდენიმე თვეში უკან, ტექსასში დავბრუნდი.

შორს ყოფნამ ჩვენი ურთიერთობა გააცივა. ერთმანეთს თითქმის არ ვწერდით, არ ვლაპარაკობდით და ბოლოს დავშორდით კიდეც. ხანდახან ახლაც ვწერთ ერთმანეთს, ვურეკავთ და ერთმანეთის სიჩუმით ვტკბებით. ვხვდები, მანძილის მიუხედავად, კვლავ მიყვარს ის..."

წყარო: www.elitedaily.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
4
სადაა ცრემლიი
11:37 / 27-02-2021
გამოხმაურება / 0 /
?
ადიდდა ზღვები და მდინარეები ამდენი ცრემლები თუ მქონდა არ მეგონა. :))))
23:18 / 25-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93