ნიკა ლომიძე მოცეკვავე მეუღლე თეა გობეჯიშვილთან მყარი ოჯახური ურთიერთობის შესახებ საუბრობს.
„რომ ამბობენ, ოჯახური ცხოვრება დროთა განმავლობაში ჩვევაში გადადის და სიყვარულთან საერთო არაფერი აქვსო, მე არ ვეთანხმები. ჩვენთან ყველაფერი ისევ ისეა, როგორც წლების წინ. ყველა საკითხს ცხოვრებაში ორივე საღად ვუდგებით…
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობდით პიროვნულადაც და პროფესიულადაც, თავიდანვე ვიცოდით, რასთან გვექნებოდა საქმე. ჩემს ადგილას ბევრი მამაკაცი გაჭედავდა, მოკლე კაბით ნუ ცეკვავ და საერთოდაც ნუ ცეკვავო. ამაზე არც მე მქონია რეაქცია და არც თეას დაუწუწუნია ჩემს სატელევიზიო ცხოვრებაზე. შეგუებულები ვართ იმ აზრს, რომ ორივე „გაგდებულები“ ვართ სახლიდან ჩვენი პროფესიების გამო“, - ამბობს ნიკა ჟურნალ „სარკესთან“ ჟურნალისტთან საუბრისას.