თაკო გაჩეჩილაძე მილანოვა შვილებთან ერთად საქართველოში იმყოფება და ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებსა თუ ვიდეოკადრებს.
ამჯერად მომღერალმა მხიარული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მთელი ოჯახი, მათ შორის თაკოს დედ-მამაც, მღერის და ცეკვავს. ვიდეო გაბრიელას დაძინების დროს არის გადაღებული. "გაბრიელა იძინებს და მთელი ოჯახი ჩაერთო", - წერს თაკო ვიდეოს აღწერისას.
თაკოს მეუღლე ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვია. წყვილი ხშირად მოგზაურობს და ერთად ბედნიერად ცხოვრობს. მათ ორი შვილი გაბრიელა და ელია ჰყავთ, რომლებმაც წყვილის ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალეს.