ცნობილი ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ნუკი კოშკელიშვილი ქმართან, ბენკი ხაიმთან და პატარა ოლივერთან ერთად დროს ფლორიდის ზოოპარკში სასიამოვნოდ ატარებს.
ინსტაგრამ სთორისა და ფეისბუკის მეშვეობით ის თავის გამომწერებს არაერთ ფოტოსა და ვიდეოს უზიარებს. როგორც ჩანს, ტროპიკულ გარემოში ოჯახმა ბევრი იმხიარულა და ნუკიმ ჟირაფებს საკუთარი ხელიდანაც კი აჭამა.
ნუკი კოშკელიშვილმა ამერიკელ ექიმზე, ბენჯი ხაიმზე 2015 წელს იქორწინა. 2018 წელს კი მათ შვილი - ოლივერი შეეძინათ.
ნუკი განსაკუთრებით აქტიურია ინსტაგრამზე და ხშირად აზიარებს როგორც პირად, ისე საოჯახო ფოტოებსაც. მას ამ დროისთვის 274 ათასი გამომწერი ჰყავს.