გადაცემა "სიკეთე მარტივია" გიორგი გასვიანის ოჯახს ეწვია და თითოეულ წევრთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ვიდეოს ნახვის შემდეგ გაირკვა, გიორგი მეუღლესთან, მარიტა მელიქიშვილთან ერთად დედასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობს.
გიორგის დედის, რუსიკოს თქმით, რძალი შვილივით უყვარს და რძალ-დედამთილის ნაცვლად მეგობრები არიან.
"გოგო სულ სხვა ყოფილა, შვილივით მიყვარს. დილით საუზმეს რომ გავუმზადებ ხოლმე, სულ კარისკენ მაქვს თვალები და ერთი სული მაქვს, როდის გამოვა" - ამბობს რუსიკო მარიტაზე.
თავის მხრივ, მარიტაც აღნიშნავს, რომ დედამთილთან იდეალური ურთიერთობა აქვს.
"გიორგი მეკითხებოდა, მინდოდა თუ არა ცალკე ცხოვრება ან ვიცხოვრებდი თუ არა რუსიკოსთან ერთად და მე მაშინვე ვუთარი, რომ ერთად ცხოვრება მინდოდა", - აღნიშნავს მარიტა ინტერვიუს დროს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>