მოდელმა და ტელესახემ მანიკა ასათიანმა მამას დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა და იუბილის აღსანიშნავად ტორტი საკუთარი ხელით მოუმზადა.
მანიკა "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და ფოტო თუ ვიდეოკადრებს საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელესახემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებს მარწყვის ტორტს და მამას დაბადების დღეს ულოცავს. "მამას ტორტი ჩემგან", - დაწერა მოდელმა.
როგორც ვიდეოდან გაირკვა, მანიკას მამა საკმაოდ ახალგაზრდაა და 49 წლის გახდა. მოდელი ტორტის ვიდეოსთან ერთად ოჯახურ ფოტოებსაც აქვეყნებს.