ტელესახე გვანცა დარასელია უქმე დღეებს ოჯახში ატარებს და "ინსტაგრამის" პირად გვერდზე შვილებთან გართობის ფოტოებსა თუ ვიდეოკადრებს ხშირად აქვეყნებს.
გვანცამ ამჯერად ქალიშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და დაასათაურა: "ამიყოლია".
ჟურნალისტის ქალიშვილი, ლილე სახლში სხვადასხვა ფიტნეს ვარჯიშების გაკეთებას ცდილობდა, რაშიც მონაწილეობა დედიკომაც მიიღო.
ცნობისთვის, გვანცა ყოფილ მორაგბეზე ვახო მჭედლიძეზეა დაქორწინებული და წყვილს ორი უსაყვარლესი შვილი - ლილე და ერეკლე ჰყავთ. წყვილი შვილებთან ერთად რამდენიმე წელია მცხეთაში ცხოვრობს და საზოგადოების მხრიდან ხშირად აღიქმებიან ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ოჯახად.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>