ანუკი არეშიძე კახი კალაძესთან კლინიკაში იმყოფება და მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფოტოებს აქვეყნებს. გუშინ დიზაინერმა "ინსტაგრამ სთორიზე" კახის ფოტო განათავსა, სადაც ჩანს, თუ როგორ მკურნალობენ თბილისის მერს კლინიკაში.
ამჯერად ანუკიმ ნიკოლას ფოტო გამოაქვეყნა და დაასათაურა: "ნახეთ ვინ მოვიდა მამიკოს სანახავად".
ბიჭუნას მამიკო განსაკუთრებით უყვარს და რადგან თბილისის მერი სახლში არ დაბრუნდა, ნიკოლამ თვითონ მიაკითხა მას. კალაძეების უმცროსი ვაჟი განსხვავებული ჩაცმის სტილით გამოირჩევა და დიზაინერმა დედიკომ, მისი ჩაცმულობიდან გამომდინარე, საბავშვო სამოსის ხაზიც კი შექმნა, რომელსაც "Nicolas Kidswear" დაარქვა.
ცნობისთვის, კახი კალაძეს იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა. იგი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. როგორც თბილისის მერია სოციალური ქსელიდან იუწყება, მერი მალე გამოჯანმრთელდება და საკუთარ საქმიანობას სულ მალე შეუდგება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>