დიზაინერი ანუკი არეშიძე "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და საკუთარ გამომწერებს ოჯახურ ფოტოებსა თუ ვიდეოკადრებს ხშირად უზიარებს. ამჟამად თბილისის მერი იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქციის მკურნალობას აგრძელებს, ანუკი კი ოჯახის გულშემატკივრებს ვიდეოს უზიარებს. დიზაინერმა კადრები ასე დაასათაურა: "ლამაზი მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან".
დედაქალაქის მერი რამდენიმე დღეა მკურნალობის კურსს გადის. ექიმის თქმით, იგი თავს უკეთ გრძნობს და მისი მკურნალობის დინამიკა დადებითია.
"კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს", - ნათქვამია მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.