ნუკი კოშკელიშვილის თქმით, მის ქმარ-შვილს კოვიდი დაუდასტურდა, თუმცა მას ჯერჯერობით ვირუსი არ შეხვედრია, - ამის შესახებ ტელესახე და ინფლუენსერი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს.
„საიდან მოიტანა, რანაირად, არ ვიცი. გაგიგიათ ასეთი რამ, რომ ოჯახში ყველას ჰქონდეს და მხოლოდ ერთ ადამიანს არა? ან როდის შეიძლება გამომივლინდეს?“, - კითხულობს ნუკი.
მისივე თქმით, ოვი კარგადაა და ბენს მხოლოდ სიცხე აქვს.
ცნობისთვის, ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილთან ერთად რამდენიმე კვირის წინ ამერიკაში გაემგზავრა. ოჯახმა ცოტა ხნის წინ ფლორიდაში ზღაპრული მოგზაურობაც მოიწყო.
ამერიკაში წასვლამდე ნუკი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, ქმრისგან მოშორებით, შვილთან ერთად ცხოვრობდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>