მსახიობი რუსკა მაყაშვილი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მთის კურორტს, გუდაურს ეწვია და "ინსტაგრამის" გამომწერებს ყოველდღიურ ვიდეოებს ხშირად უზიარებს.
მსახიობი მეორე შვილს, გოგონას ელოდება და ამჯერად, სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ მისი ვაჟი ილია მუცლადმყოფ ბავშვს ჩიფსებს აჭმევს.
ილიას ეკითხებიან, თუ ვის აჭმევს ჩიფსებს, რაზეც პასუხობს: "ტატოს".
რუსკას თქმით, როდესაც ილიამ გაიგო, რომ დედიკოს მუცელში სხვა ბავშვი იჯდა, არ მოეწონა და ცოტას ეჭვიანობდა კიდეც. თუმცა, როგორც ჩანს, ბიჭუნა უკვე მიეჩვია, რომ მალე დაიკო უნდა ეყოლოს და მასთან კომუნიკაციასაც ცდილობს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>