ლევან წულაძისა და მამანა კოზაკოვას შვილი, მოცეკვავე თინათინ წულაძე ინსტაგრამ გამომწერებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს, ის მალე ბიჭის დედა გახდება. როგორც თინათინი ამბობს, მისი მშობლები შვილიშვილს მოუთმენლად ელოდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ეს სურვილი მათ მალე აუსრულდებათ. ბავშვის სქესთან დაკავშირებით ოჯახში აზრი ორად გაიყო, ლევან წულაძე გოგონას ელოდა, თუმცა თინათინი დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი ეყოლებოდა.
თინათინ წულაძე 2019 წლის ივნისში დაქორწინდა და მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილია. ინსტაგრამის პოსტის ქვეშ წყვილი მილოცვებს ამ დრომდე იღებს.