თბილისის მერი კახი კალაძე კლინიკიდან გამოწერეს, - ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ანუკი არეშიძემ ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"საბოლოოდ ჩვენ მივდივართ სახლში. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და კეთილი შეტყობინებებისთვის. ღმერთი გფარავდეთ. P.S. განსაკუთრებული მადლობა დედას", - წერს ანუკი და კახისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს წყვილი კლინიკას.
ცნობისთვის, თბილისის მერი რამდენიმე დღის განმავლობაში იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქციას მკურნალობდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>