ტელესახე ნათია ლაზაშვილმა ძმასთან ერთად საკუთარი დიზაინით მოაწყო ბინა და ტურისტებზე გასაქირავებლად უცხოურ საიტზეც განათავსა, - ამის შესახებ ნათიამ ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც სურათებში ჩანს, ბინის ინტერიერში ფერთა საოცარი შეხამებაა. ნათიას გულშემატკივრებში ფოტოებმა დიდი მოწონება და აღფრთოვანებაც კი გამოიწვია. მათი აზრით, ბინა იმდენად ლამაზია, რომ ერთი დღეც არ დარჩება გაუქირავებელი.
როგორც ცნობილია, ნათიამ და მისმა ძმამ ბინის დიზაინზე მუშაობა სულ ახლახან დაასრულეს და გასაქირავებლად საიტზე airbnb.co.uk განათავსეს.