ოჯახი

"მე და მამა შინ 2 "ბომბი“ ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?

"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?
ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა, იგი­ვე ანა დოი, ბერკლის პრეს­ტი­ჟულ მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჯაზ-ვო­კა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობს. პან­დე­მი­ის გამო ის ბოს­ტო­ნი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და და დღემ­დე აქ არის.

"წე­სით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი უნდა მქონ­დეს, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ შე­მა­ფერ­ხა. აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე, თუმ­ცა აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზეც ვი­ყა­ვი. ახლა ისე­თ საგ­ნებ­ში მაქვს გა­მოც­დე­ბი, მათი ონ­ლა­ინ ჩა­ბა­რე­ბა არ გა­მო­ვა", - გვე­უბ­ნე­ბა ანა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, სა­ოც­რად მღე­რის და აქვს კი­დევ სხვა უნა­რე­ბიც, მათ
შო­რის, იმი­ტა­ცი­ის, რა­საც სე­რი­ო­ზუ­ლად არც უყუ­რებს.

- ანა, მა­მა­სა­ვით შენც "დოის" გე­ძა­ხი­ან?..

- კი, მა­მა­ჩე­მი "დოია“, მე "ანა დოი“ ვარ, ჩემი ძმაც "დოია“, მა­მი­და­ჩე­მიც, რო­მე­ლიც დრა­მა­ტურ­გია... რა­ღაც ასე გა­მო­ვი­და...

- ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის შვი­ლი ხარ. ამას რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი ახ­ლავს?

- ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც სიმ­ძი­მე მო­აქვს. არა­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად პი­რი­ქით არის. ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან ვუ­ყუ­რებ მა­მა­ჩემს, გა­მუდ­მე­ბუ­ლად რო­გორ შრო­მობს, მთე­ლი დღე მისი გო­ნე­ბა მხო­ლოდ საქ­მე­ზეა მი­მარ­თუ­ლი, მსა­ხი­ო­ბია ბა­ბუ­ა­ჩე­მი - ვაჟა გე­ლაშ­ვი­ლი. მისი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი სახ­ლშიც მი­ნა­ხავს. მა­მი­და­ჩე­მი, მა­ნა­ნა, რო­გორც უკვე ვთქვი, დრა­მა­ტურ­გია. ჩემ­თვის ეს გა­რე­მო მშობ­ლი­უ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი იყო ყო­ველ­თვის და არის. არ ვართ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- მა­გა­ლი­თად, ბავ­შვი სკო­ლა­ში რომ მი­დის, მა­მამ უნდა მი­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ ჩვენ­თან ასე არ ხდე­ბო­და და არც მქო­ნია ამის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, - მირ­ჩევ­ნია, მა­მა­ჩემ­მა აკე­თოს ის, რაც მას, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დის, ვიდ­რე ის, რომ ჩემს სკო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წროს. ამით არც მე შე­მე­მა­ტე­ბა რამე და არც - მას... მა­მას ყო­ვე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა თა­ვი­სი საქ­მის გამო უხა­რია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თმა­ნეთ­თან დიდ დროს ვერ ვა­ტა­რებთ, ყო­ველ­თვის ვი­ცით, ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა გვაქვს. ამი­ტომ ჩემ­თვის დათო დო­ი­აშ­ვი­ლის შვი­ლის ამ­პლუა, პირ­ველ რიგ­ში, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია და ამით ვა­მა­ყობ. გარ­და იმი­სა, რომ დათო ხე­ლო­ვა­ნია, არის სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა ჩემი მე­გობ­რის­თვის კარ­გი მრჩე­ვე­ლი, ისი­ნი მას აზრს ხში­რად ეკი­თხე­ბი­ან. რა თქმა უნდა, ეს მე­ა­მა­ყე­ბა. რო­გორც ახერ­ხებს, ჩვენ­თან ერ­თად არის და ცდი­ლობს, ახალ თა­ო­ბას ისე­თი მუხ­ტი მის­ცეს, რაც ბევრ რა­მის გა­კე­თე­ბა­ში სტი­მულს მოგ­ვცემს, ში­შებს და კომ­პლექ­სებს მოგ­ვიხ­სნის...

- დედა - ქეთი ენ­დე­ლა­ძე, ვიცი, რომ მუდ­მი­ვად თქვენ­ზე ზრუ­ნავს და არც არას­დროს უმუ­შა­ვია...

- დედა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩვენ გვერ­დი­თაა, არ მუ­შა­ობს. ყველ­გან მას დავ­ყავ­დით... სა­ო­ცა­რი ზრუნ­ვა შე­უძ­ლია, დიდი სიყ­ვა­რუ­ლის, და­დე­ბი­თი მუხ­ტის და ენერ­გი­ის ადა­მი­ა­ნია. მისი ასე­თი გან­წყო­ბა გან­სა­ზღვრავს იმას, რომ ყო­ველ­თვის ყველ­გან კომ­ფორ­ტი გვაქვს.
ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, მშობ­ლებ­ში ისე გა­უ­მარ­თლოს, რო­გორც მე გა­მი­მარ­თლა. თან, ქეთო არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ზე წინ­სწრე­ბით ფიქ­რობს. მა­გა­ლი­თად, ყველ­გან ვიყო კარგ ფორ­მა­ში და ა.შ. მოკ­ლედ, ჩემი რთუ­ლი ხა­სი­ა­თის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას ცდი­ლობს. მე და მამა შინ 2 "ბომ­ბი“ ვართ, იმი­ტომ, რომ ორი­ვე ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლე­ბი ვართ, ყვე­ლა­ფე­რი გვინ­და, რომ გუ­შინ გვქონ­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი, - მაქ­სი­მა­ლის­ტე­ბი ვართ. დე­და­ჩე­მი ამის ფონ­ზე რა­ნა­ი­რად ახერ­ხებს ლა­ვი­რე­ბას, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. ჩემი ძმა თე­მუ­რი და პა­ტა­რა დარო, რო­მე­ლიც 6 წლის ხდე­ბა, ძა­ლი­ან მშვი­დე­ბი არი­ან.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ, ბევ­რს მი­აღ­წიე. მა­მა­შე­ნი დათო დო­ი­აშ­ვი­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ამ­დენს შეძ­ლებ­დი?

- ამა­ზე ბევ­რს ვფიქ­რობ და გე­ტყვით, რომ არ გავ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი იქ, სა­დაც გავჩნდი და იმ ოჯახ­სა და გა­რე­მო­ში არ გავზრდი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ, მე მე არ ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა იყო - ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ნატო მე­ტო­ნი­ძის ხმა, სა­ო­ცარ მსა­ხი­ო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თე­ატ­რში სი­ა­რუ­ლი, - ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და.

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93