ოჯახი

"დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ... მცირეწლოვანი შვილები დარჩათ" - ვინ არიან ენგურზე დაღუპული ცოლ-ქმარი?

"დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ... მცირეწლოვანი შვილები დარჩათ" - ვინ არიან ენგურზე დაღუპული ცოლ-ქმარი?
ენ­გურ­თან მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შამ­გო­ნა­ში, მდი­ნა­რე ენ­გუ­რი­დან სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 4 მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. მე­ო­თხე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ცოტა ხნის წინ იპო­ვეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლას მდი­ნა­რის გად­მო­ცურ­ვით ცდი­ლობ­დნენ.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე და 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ენ­გურ­ში გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არის ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი. გარდაცვლილ მაყ­ვა­ლა გა­მი­სო­ნი­ას და ჯონი გვი­ლი­ას არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩათ.

"მაყ­ვა­ლა გა­მი­სო­ნია და მისი
მე­უღ­ლე სო­ფელ წარ­ცე­სი ცხოვ­რობ­დნენ. 3 შვი­ლი ჰყავთ. უფ­როს გო­გო­ნას სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს, და­ნარ­ჩე­ნი ორი სკო­ლის მოს­წავ­ლეა. დევ­ნი­ლე­ბის შემ­წე­ო­ბა, 45 ლარი უნდა აე­ღოთ და ოჯა­ხის­თვის სა­ჭი­რო წვრილ­მა­ნე­ბი ეყი­დათ, რად­გან იქ არა­ფე­რი იშო­ვე­ბა... ერთ ეზო­ში ცხოვ­რო­ბენ, ის და თა­მუ­ნა ცა­ტა­ვა, მე­ო­რე და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც 3-4 წლის შვი­ლი დარ­ჩა" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან გარ­დაც­ვლი­ლი ცოლ-ქმრის ახ­ლო­ბე­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ:

"გამოცდა რომ ჩამებარებინა, "საზღვრამდე" სამი მთა გადმოვიარე... ლამის გავიყინეთ" - რატომ უხდებათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა სიცოცხლის რისკის ფასად?
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93