- ნუკი, როგორ დაინფიცირდით?
- ერთი წელი საქართველოში ვიყავი. ამერიკაში დავბრუნდი და მთელ ოჯახს კორონავირუსი შეგვეყარა. ბენს იანვარში ეკუთვნოდა ვაქცინის გაკეთება, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო და მერე ჩადგა რიგში. არ დაიჯერებთ და ამ კვირაში გვიწევდა ვაქცინის
- ხშირად კამათობთ?
- მე და ბენი სულ ვჩხუბობთ. პერიოდულად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი დავხოცოთ. რაღაც საკითხებში იმდენად არ ვგავართ ერთმანეთს, რომ გამაღიზიანებელია. მე ძალიან სულსწრაფი ვარ, ბენი ათასჯერ დაფიქრდება და მერე გაჭრის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერში მართალი მე ვარ. ბენსაც ჰგონია, რომ თვითონ არის მართალი.
- მშობიარობის შემდეგ ძალიან განიცდიდი წონის პრობლემას. მიხვედი სასურველ წონამდე?
- ხან მივალ იდეალურ წონამდე და ისეთი ლამაზი ვხდები, თვითონ არ მჯერა ჩემი სილამაზის; ხან ისე ვსუქდები, ვერ დავდივარ, ვქოშინებ. ახლა ვარ ქოშინის პერიოდში. წონა დეპრესიაში მაგდებს, იმიტომ, რომ არაფერი მიხდება. ახლაც მომატებული ვარ, მაგრამ D ვიტამინს ვსვამ და მაბედნიერებს. თან ვინ მიყურებს, შინ ვარ. "ინსტაგრამზე" ფილტრი მაქვს და ცხოვრება მშვენიერია. ბენი ჩემში ცუდს ვერაფერს ხედავს, დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად. ზოგჯერ მგონია, რომ მატყუებს, მაგრამ აშკარად დარწმუნებულია, რომ ულამაზესი ვარ. მეუბნება, რა საოცარი კანი გაქვსო და ამ დროს რომ დავდივარ, ცელულიტი შლეიფად დამყვება.
- ხომ არ ეუბნები, რომ ასე არ არის?
- არავითარ შემთხვევაში. ვეუბნები, რომ ეს არის სილამაზე, ცელულიტი ნიშნავს ქალურ სიძლიერეს-მეთქი და სჯერა.
იხილეთ სრულად