რამდენად საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე შეიძლება იყოს ცხოვრება. ის, რაც გუშინ ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო, დღეს, მოულოდნელად, ჩვენი ყოვედღიურობის ნაწილი ხდება ისე, რომ გაცნობიერებასაც ვერ ვასწრებთ. ერთადერთი ვაჟი, რომლისთვისაც ციდან ვარსკვლავსაც კი მოვწყვეტდი, მეუბნება, რომ ცოლს მოიყვანს, მე კი ამას უნდა შევეგუო. როგორ უნდა შევეგუო ამას მაშინ, როცა რძალი ჩემს შვილზე 7 წლით უფროსია და მას შვილები ჰყავს?!
ცხოვრების ისტორია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, სხვისი აზრისა და გადაწყვეტილების პატივისცემას გასწავლით და დაგანახებთ, რომ კარგი საქმე ყოველთვის დაგიბრუნდებათ უკან, მაშინაც კი, როცა ამას საერთოდ არ ელით!
ქალბატონი გალინა მარტოხელა დედა იყო. მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა, ის პორტუგალიაში წავიდა სამუშაოდ. ყველაფერი რიგზე იყო - შვილი სწავლობდა, დედა მუშაობდა. ერთხელაც, დედასთან საუბრისას, ვაჟმა თქვა, რომ დაქორწინება სურდა, მაგრამ ქალი, რომლის ცოლად მოყვანასაც აპირებდა, მასზე 7 წლით უფროსი იყო. თავად მხოლოდ 22 წლის იყო, მის საცოლეს კი ორი შვილი ჰყავდა.
გალინამ შვილს მაშინვე უთხრა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, თუმცა პასუხად მიიღო, რომ სრულწლოვანი ბიჭი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებდა! იმისთვის, რომ შვილი როგორმე შეეჩერებინა, დედამ მას ასეთი კითხვა დაუსვა:
„რა შეგიძლია გააკეთო შენი ოჯახისთვის? ამ დრომდე კაპიკიც კი არ გამოგიმუშავებია! რას ფიქრობ, მე ვიზრუნებ მათზე?“
„არ ვაპირებ, ჩემი ოჯახი დედას შევანახინო! უნივერსიტეტში სწავლის ორი თვე დამრჩა, სამსახური კი ახლახან ვიპოვე. მათზე თავად ვიზრუნებ.“
„ და შენ აპირებ, სხვისი შვილები გაზარდო?“
„დედა, მე თავად უმამოდ გავიზარდე. ვიცი, რასაც ნიშნავს ეს და ამას გააზრებულად ვაკეთებ. ბავშვებს ჰყავთ მამა, მაგრამ მე ვიქნები მათ გვერდით, რადგან ისინი ჩემი საყვარელი ქალის შვილები არიან.“
ამ დიალოგის შემდეგ გალინა ფიქრებში გადაეშვა. მას ეგონა, რომ შვილს აღარ სჭირდებოდა, რადგან მას უკვე ჰქონდა კარგი განათლება, შემოსავალი და საკუთარი თავის პატრონიც თავად იყო. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა:
„დედა, მე გიცნობ და ვიცი, რომ ჩემი საცოლე აუცილებლად მოგეწონება. ის კარგი, ჭკვიანი და ლამაზი ქალია. ყოფილი მეუღლისგან კი შესანიშნავი, ძალიან გონიერი და მხიარული შვილები დარჩა. პირველი ქორწინება მისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის.“
„კი, შენ მას გააბედნიერებ, მე კი გამაუბედურებ“ - კვლავ თავის ფიქრებში იყო გალინა. „იქნებ ჯერ ოფიციალური ხელმოწერის გარეშე გეცხოვრათ ერთად?! ახლა ასე ბევრი იქცევა, შემდეგ კი გადაწყვეტ, რა უნდა ქნა.“
„დედა, შენ ხომ მასწავლიდი, რომ მე ნამდვილი მამაკაცი უნდა ვიყო და პასუხისმგებლობა ავიღო არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ საყვარელ ქალზეც? არ მეგონა, რომ ახლა ასე მოიქცეოდი. ქალიშვილი რომ გყავდეს, მასაც იმავეს ეტყოდი?
იცი, რაზე ვოცნებობდი ყოველთვის? რომ შეხვედროდი მზრუნველ, წესიერ მამაკაცს, რომელიც ცხოვრებას უფრო ლამაზს გახდიდა და პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და შენ საზღვარგარეთ წასვლა მოგიწია. რა თქმა უნდა, მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ!“
გალინამ ზედმეტი ფიქრის გარეშე გადაწყვიტა, რომ სახლში დაბრუნებულიყო. ჩაალაგა ჩემოდანი და სასწრაფოდ გაემგზავრა ამ დიდი პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა კი არ იცოდა, რა უნდა ექნა. მან აზრი მეგობრებს ჰკითხა და, საბოლოოდ, შვილის საცოლესთან დასალაპარაკებლად მივიდა:
„გამარჯობა, მე შენი საქმროს დედა ვარ.“
„გამარჯობა, მივხვდი, ძალიან ჰგავხართ, მობრძანდით.“
მისაღებისა და სამზარეულოს გავლის შემდეგ გალინასთვის გასაგები გახდა, რომ ქალი ზამთრის მარაგზე საერთოდ არ ზრუნავდა. ამასობაში, მასთან პატარა ქერა ბიჭუნამ მიირბინა.
„გამარჯობა, რა გქვია?“
„მე სერგი ვარ.“
ბიჭი ინტერესით უყურებდა სტუმარს და როცა მისგან საჩუქრად სათამაშოები მიიღო, თვალები სიხარულით გაუბრწყინდა. მომდევნო ორი საათი გალინამ ამ პატარა ბიჭთან თამაშში გაატარა, ის საკუთარი შვილის ბავშვობას ახსენებდა და, საბოლოოდ, ბავშვმა მისი გული სიყვარულით აავსო. გალინა ხედავდა, რომ მისი ვაჟის საცოლე მართლაც შესანიშნავი, ლამაზი და ინტელექტუალური ახალგაზრდა ქალი იყო. მას ძალიან რცხვენოდა, რომ ამ სახლში პრეტენზიებით მივიდა. ისე დაემშვიდობა დედა-შვილს, რომ აუგი არც კი დასცდენია. ამ დროს, კარში ცისფერთვალება გოგონა შემოვიდა, სერგის და სკოლიდან დაბრუნდა და მან გალინას დანახვისთანავე თქვა:
„მე ვიცი, რომ თქვენ არტემის დედა ხართ, ძალიან ჰგავხართ მას. მან მითხრა, რომ მე მეორე ბებიაც მყავდა. თქვენ ნამდვილად ბებიაჩემი ხართ, არა?“
ასე რომ, გალინას შვილიშვილები ჰყავდა, ერთი წლის შემდეგ კი კიდევ ერთ სასწაულს ელოდნენ - ინესი დაორსულდა.