მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში დეტალურად პასუხობს. ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ სიტყვიერ კამათსაც არ ჰქონია ადგილი.
"ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემი გენეტიკით, აღზრდით, ცხოვრებით, ვარ მუდამ ძალადობის წინააღმდეგი. ვგმობ ყველანაირ ძალადობას, თუნდაც იმ ბულინგს, რაც ჩემ წინააღმდეგ ხდება. ხალხს არ აქვს მოსმენილი ჩემი მხარე. მე მყავს მეუღლე უსაყვარლესი და შვილები. ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო. მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა", - აღნიშნა ბესო ზანგურმა.
მსახიობმა ის ღამეც გაიხსენა, რომლის შესახებაც ნინუცა მაყაშვილმა ტელეგადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუღლის სახლიდან წასვლის მიზეზი ტყუილი გახდა.
"დღემდე არ ვიცი, რატომ წავიდა. ალბათ, იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა... მე რეპეტიციაზე წავედი, ის - სახლიდან. არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი, მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.
იმ ღამეს არ გვიკამათია. გიხსნით, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ, ვილაპარაკოთ-მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი...
დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ...
გასტროლიდან ვრეკავდი და მეუბნებოდა, რომ სახლში იყო ჩემი თვეების შვილთან ერთად. აეროპორტში მეგობარი შემხვდა და მითხრა, ზღვაზე ვნახეო. გავოცდი, ხომ გეუბნებით, ვუთხარი, რატომ მომატყუე ასეთი რამ, მოვალ და ვილაპარაკოთ-მეთქი. წავედი მე რეპეტიციაზე და ის წავიდა სახლში. ვიცი, რომ მძიმე ადამიანი ვარ, მაგრამ ცემა? დარტყმა? ეს არის ის, რაც არ არსებობს ბუნებაში.
ვიმეორებ, კოცნით გამაცილა, ძალით ხომ არ მეცა და მაკოცა. არ მჯერა, რომ ნინუცამ მისცა ეს ინტერვიუ...
იხილეთ სრულად