ტელესახე და მოცეკვავე ირაკლი მაქაცარიამ შეყვარებული - ლიზა ჩიჩუა ფართო საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გააცნო და წყვილი უკვე თამამად აქვეყნებს საერთო ფოტო თუ ვიდეო კადრებს "ინსტაგრამ" გამომწერებისათვის.
ამჯერად ირაკლი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ რეცხავს ლიზა შეყვარებულის მანქანას.
ლიზასა და ირაკლის ერთად დანახვა ქართული საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო, მათ პირველ ფოტოს ასობით თბილი კომენტარი მოჰყვა, თუმცა რამდენიმესთვის გაუგებარიც დარჩა მათი სიყვარული. ირაკლი ლიზაზე 17 წლით დიდია, თუმცა როგორც ჩანს, წყვილისთვის ასაკს მნიშველობა არ აქვს.
"როგორ უხდებით ერთმანეთს. ულევი სიხარული და უსაზღვრო ბედნიერება თქვენ!"; "ულამაზესი წყვილი! იბედნიერეთ და იმრავლეთ..."; - უწერენ ირაკლის მისი და ლიზას საერთო ფოტოზე.
ლიზა სამედიცინო სფეროში ცნობილი ექიმების ოჯახიდან არის. ლიზას დედა ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანია, ხოლო მამა ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა.