ოჯახი

ტოპ 5 ყველაზე მოსიყვარულე ქართველი მამა, რომლებიც სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობენ

ტოპ 5 ყველაზე მოსიყვარულე ქართველი მამა, რომლებიც სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობენ
ქართველ ცნობილ ადამიანებს შორის უმეტესობა უკვე დაოჯახებულია და შვილებიც ჰყავს, რამდენიმე ახლა ელოდება, ზოგიც კი სულ ახლახან გახდა მშობელი. ბავშვის ცხოვრებაში დედას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში აუცილებელია, მამამაც მიიღოს მონაწილეობა და პატარებმა ორივე მშობლის მზრუნველობა იგრძნონ. ქართველ ცნობად სახეებში ბევრ მოსიყვარულე და თბილ მამას ნახავთ, თუმცა ჩვენ ტოპ 5 მათგანის შერჩევა მაინც შევძელით.

კახა კალაძე


ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კახის შვილები ძალიან უყვარს. მართლაც, თუ სოციალურ ქსელს გადავხედავთ,
მივხვდებით, რომ კახი ყოველთვის ცდილობს თავისუფალი დრო ბიჭებთან გაატაროს. სახლში მოსული, მუდამ ეთამაშება მათ და თითოეულის გაზრდაში მონაწილეობას იღებს.


ანუკი არეშიძე "ინსტაგრამსთორიში" ოჯახურ იდილიას ხშირად აზიარებს. სთორებში ჩანს, რომ კახი ბავშვებს ამეცადინებს, ართობს და სასიამოვნო დროს ატარებს მათთან ერთად.


ანუკისა და კახის პატარა ბიჭი ნიკოლა გამორჩეულად გიჟდება მამაზე. პატარა ნიკოლიკო მამას ყოველდღე სახლში ელოდება და კახის მოსვლისთანავე სიხარულით მირბის ჩასახუტებლად.

გიორგი დანელია


ცნობილი იუთუბერი გიორგი დანელია პატარა გოგოს, კირას მამაა. გიორგი მოსიყვარულე, თბილი და საოცრად მზრუნველია.



როგორც "ინსტაგრამიდან" ჩანს, დანელია კირასთან დიდ დროს ატარებს და ცდილობს მის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა.


გიორგის "იუთუბზე" კირას დაბადების ვრცელი დოკუმენტური ფილმიც უდევს, სადაც ჩანს, რომ იუთუბერი სამაგალითო მამა და მეუღლეა.

ილო ბეროშვილი


მსახიობი და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი წელს პატარა ბიჭის, ჯერის მამა გახდა. ილოს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები და "ინსტაგრამზე" მათ სურათებს ხშირად დებს.



ტელეწამყვანი კარგი მამა, მზრუნველი, ყურადღებიანი და მოსიყვარულეა და ტოპ ხუთეულში ადგილს ნამდვილად იმსახურებს.

გიორგი ყიფშიძე


მსახიობი გიორგი ყიფშიძე უკვე წლებია მამის ტიტულს ატარებს. მას წინა ქორწინებიდან ნატალია და ალექსანდრე ჰყავს, მესამე ქორწინებიდან კი მსახიობს ბიჭი, კოსმო ეყოლა. ახლა გიორგი და ენი კიდევ ერთ შვილს ელოდებიან.


გიორგი კარგი მამაა, შვილების აღზრდაში აქტიურად არის ჩართული და კოსმოს სიამოვნებით უვლის.


გიორგი ცხადაძე


მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე წელს პატარა გოგოს მამა გახდა. ნენე ცხადაძემ გიორგისა და სალომეს ცხოვრება შეცვალა, პატარა ანგელოზმა ხალხის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.


როგორც "ინსტაგრამიდან" ჩანს, გიორგი სამაგალითი მამაა, ნენესთან დიდ დროს ატარებს და მოსიყვარულე, მზრუნველი მშობელია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93