ოჯახი

"აკაში მისი ხასიათი მომწონს, ბანალური სიტყვების თქმა არ იცის, ვაჟკაცური ხასიათი აქვს" - თამო ვაშალომიძისა და აკა სამხარაძის სიყვარულის ისტორია

"აკაში მისი ხასიათი მომწონს, ბანალური სიტყვების თქმა არ იცის, ვაჟკაცური ხასიათი აქვს" -  თამო ვაშალომიძისა და აკა სამხარაძის სიყვარულის ისტორია
ქართველი მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე დღეს ქართველ საზოგადეობას ძალიან უყვარს, თამო სოციალურ ქსელში აქტიურია, ახალ, საინტერესო ფოტოებს ხშირად აქვეყნებს და განსხვავებული სიახლეებით გამომწერებს მუდამ ანებივრებს.

რამდენიმე წლის წინ, თამოს ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა, მოდელის მეორე ნახევარი აკა სამხარაძეა, წყვილს უკვე საერთო შვილიც ჰყავს. პატარა მაქსიმემ აკასა და თამოს ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მოდელი ორი შვილის დედაა, პარალელურად სოციალურად აქტიურია და თითქმის ყველაფერს შესანიშნავად ასწრებს.

თამო Marao.ge-ის მისი და აკას სიყვარულისა და გაცნობის ისტორიაზე ესაუბრა:

-
თამო მოგვიყევი როგორ გაიცანით ერთმანეთი შენ და აკამ?
- ერთ მშვენიერ ღამეს, მომშივდა და მაკდონალდსში ნაგეცების ან ფრის საჭმელად წავედი. ღამეა, პეკინზე მივდივარ მანქანით და უეცრად გვერდზე უცხო მანქანა გამიჩერდა, საიდანაც სიმპათიური ბიჭი მიყურებდა. რა თქმა უნდა, დავინახე, უცბად გავხედე და ჩემი გზა გავაგრძელე,ის კი უკან მომყვებოდა და ასიგნალებდა. როდესაც დრაივზე შევდიოდი გზა გადამიჭრა და მითხრა არ უნდა გამიჩეროო. ვიუარე, ნომერი მთხოვა, რა თქმა უნდა არ მივეცი და გზა გავაგრძელე.


თბილისში ყველამ იცის, ბუშტების გამყიდველი ბებო, რომლელიც უკვე წლებია საბურთალოს ქუჩაზე დგას და გულის ფორმის ბუშტებს ჰყიდის. მივდიოდი, რომ საჭმელი შემეკვეთა და უეცრად ვხედავ, რომ ბებო მიღებს კარებს და რაც კი ბუშტები აქვს მანქანაში მიწყობს. გაოცებული დავრჩი, ბებომ აკას ტელეფონი მომიტანა და მითხრა, ბებო კარგი ბიჭია, მაგის მანქანაში მე გოგო არ მინახავს, უცხოეთში სწავლობს, კარგი ოჯახის შვილია და ნომრის გარეშე ნუ გამიშვებო.

- ასე გამოვიდა, რომ ბებოს დამსახურებაა აკა რომ გაიცანი...
- ნამდვილად, ბებოს დამსახურებაა. ბებოს სულ ფულს ვჩუქნიდი ხოლმე დღემდე ვუტოვებ თანხას, მიყვარს ეგ ქალბატონი.
რაღაც პერიოდი მე და აკა დაშორებულები ვიყავით, თავიდან თითქოს ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, ამ პერიოდში, მე ვცდილობდი ბებოსგან რაღაც ინფორმაცია მიმეღო, მიყვებოდა სადმე თუ დაინახავდა და მარტო თუ იქნებოდა. მერე კი შევრიგდით და ვართ ახლა ერთად.  


ბებო იმდენად საყვარლად მოვიდა, უარი ვერ ვუთხარი. აკაში მისი ხასიათი მომწონს, ბანალური სიტყვების თქმა არ იცის, ვაჟკაცური, კაცური ხასიათი აქვს. ვთვლი, რომ ძლიერი ქალი ვარ და აკა ჩემზე ორმაგად ძლიერი აღმოჩნდა, მის გვერდით ვგრძნობ, რომ ვარ ქალი, რაც მაბედნიერებს.

იხილეთ ინტერვიუ თამო ვაშალომიძესთან (ვიდეო)
ბეჭდვა
e87a93