ოჯახი

"არავინ მყავდა, ვინც ჩემზე იზრუნებდა... ერთმანეთის ნდობა ახლაც გვაკლია" - ჯასტინ ბიბერი ჰეილისთან ქორწინების პრობლემებზე საუბრობს

"არავინ მყავდა, ვინც ჩემზე იზრუნებდა... ერთმანეთის ნდობა ახლაც გვაკლია" - ჯასტინ ბიბერი ჰეილისთან ქორწინების პრობლემებზე საუბრობს
კანადელი პოპის მომღერალი ჯასტინ ბიბერი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ცნობილი და შემოსავლიანი ახალგაზრდა მომღერალია. ჯასტინმა კარიერა 2007 წელს დაიწყო და მისი ჰიტები მალე მსოფლიოს მოედო. მან 2019 წლის სექტემბერში მოდელი ჰეილი ბიბერი შეირთო ცოლად. წყვილს ულამაზესი ქორწილი ჰქონდა.

მოდელის ფანები ჯასტინისა და ჰეილის ერთად ყოფნას მხარს უჭერენ, თუმცა ჯასტინის მხარდამჭერები მომღერლის ძველ ურთიერთობებს ძალიან ხშირად იხსენებენ. ჰეილის გამოჩენამდე ჯასტინი წლების განმავლობაში მომღერალ სელენა გომესს ხვდებოდა და ხალხის ნაწილი ვარაუდობს, რომ მათ შორის სიყვარული ჯერ კიდევ არ
დამთავრებულა.

ჯასტინს თავის და სელენას ურთიერთობაზე საჯაროდ კომენტარი არასდროს გაუკეთებია, თუმცა სელენამ დაშორებისგან მიყენებულ სტრესსა და რთულ პერიოდზე რამდენიმე გადაცემაში არაერთხელ ისაუბრა. ფაქტია, ჯასტინი ჰეილისთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მომღერალმა ახლახან, გულახდილ ინტერვიუში მეუღლესთან ცხოვრების სირთულეები გაამჟღავნა, როგორც ჩანს, ჰეილი ბიბერი არც ისეთი მარტივი ხასიათის არის, როგორც ეს ხალხს ჰგონია. 

"მე მაშინ არავინ მყავდა, არავინ, ვინც ჩემზე იზრუნებდა", - თქვა ჯასტინ ბიბერმა.



27 წლის მომღერალი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. ჯასტინი ღარიბ ოჯახში გაიზარდა, წარმატების მისაღწევად ბევრი იშრომა და ყოველთვის ოცნებობდა, კარგი, სამაგალითო ქმარი ყოფილიყო. გრძნობდა რომ ეს გამოუვიდოდა, თუმცა 24 წლის მოდელთან ცხოვრება მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა.

"ქორწინების პირველი წელი ურთულესი იყო. მივხვდით, რომ ერთმანეთის ნდობა გვაკლდა და ახლაც გვაკლია. ამის აღიარება არ გვსურს, მაგრამ ასეა", - ამბობს ჯასტინი ინტერვიუში.

ახლა ჯასტინი და ჰეილი ცდილობენ, სირთულეები გადალახონ და ცხოვრებაში ბედნიერი მომენტები შეიქმნან, რადგან ხალხის, საკუთარი და ოჯახის მოლოდინები გაამართლონ.

"ჩემი პირადი ცხოვრება ქორწინების პირველ წელს არასტაბილური იყო. ახალს არაფერს ველოდი, თითქოს მეორე შანსი აღარ გვქონდა და ეს უბრალოდ არ გამოდიოდა. მაშინ არავინ მყავდა, არავინ, ვინც ჩემზე იზრუნებდა. ახლა ვცდილობთ, პრობლემები დავივიწყოთ", - ამბობს ჯასტინი ინტერვიუში.

როგორც ჩანს, წყვილის პირად ცხოვრებაში პრობლემები კვლავ არის და მის დამარცხებას ჯასტინი და ჰეილი ერთიანი ძალებით ცდილობენ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93