თუ სიყვარულში არ გიმართლებს, ბედი იმდენჯერ უნდა სცადო, სანამ ნამდვილ სიყვარულს არ იპოვი, უნდა ეძებო, რომ იმ ერთადერთს მიაკვლიო. ალბათ, ეს სიტყვები ბევრჯერ გაგიგიათ. ქართველ ცნობილ სახეებს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს თუ გადავხედავთ, მათ შორისაც ვნახავთ ისეთს, სიყვარულის ძიებაში ერთი ან ორი მეუღლე და პარტნიორი რომ ჰყავდათ. ჩვენ, 5 ასეთი მამაკაცი შევარჩიეთ. ნახეთ, ტოპ 5 მრავალცოლიანი ქართველი მამაკაცი
ვახო სანაია
ჟურნალისტი ვახო სანაია პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს, თუმცა მისი ცხოვრების მცირედი დეტალები პრესაში მაინც ხვდება.
რამდენიმე წლის წინ, ვახომ მესამე ცოლი შეირთო, მისი რჩეული სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია, თამარსა და ვახოს ერთი შვილი, სანი ჰყავთ.
ვახოს პირველი მეუღლე ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე იყო, მათ ერთმანეთი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გაიცნეს, მალევე იქორწინეს და რაღაც დროის შემდეგ მათი გზები გაიყო, წყვილს 2 შვილი ჰყავს. ვახოს მეორე მეუღლე ნათია გაბუნია იყო, რომელთანაც ტელეწამყვანს 1 შვილი ჰყავს.
სანაიას მესამე ქორწინება სკანდალური აღმოჩნდა. მისმა ყოფილმა მეუღლემ, ნათია გაბუნიამ დაშორებიდან 5 თვის შემდეგ დუმილი დაარღვია და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
"ცხადია, მძიმე ამბავია. თითქმის 5 თვეა, ჩუმად ვარ. ახლა კი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მხოლოდ სანახაობითა და ჩურჩულით ხართ დაკავებული, ვთხოვ, დატოვოს ჩემი სივრცე და სანახაობებს სხვა სივრცეებში დაელოდოს. შეკითხვებითაც ამ მასშტაბური სირცხვილის ავტორებს მიმართეთ. მე ორი უმშვენიერესი გოგოს დედა ვარ და ჩემი შვილების წინაშე ვალდებული ვარ, ვიყო ძლიერი. ყველა დროში ხომ ასე იყო, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებაში. ის, რაც ადამიანებისთვის ტრაგედიაა, სხვებისთვის მხოლოდ სანახაობაა. მადლობა ყურადღებისთვის და გასართობად სხვაგან გადაინაცვლეთ", - დაწერა ნათია გაბუნიამ.
მოგვიანებით, ვახომ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მის ყოფილ ცოლებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და ერთი "ბრაზილიური ოჯახი" აქვთ.
ილო ბეროშივილი
მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია ქართველ საზოგადოებას ძალიან უყვარს, მათი საერთო შვილი ჯერი დიდი პოპულარობით სარგებლობს და წყვილი ოჯახური ფოტოებით სოციალურ ქსელში ხშირად ჩანს. ილოს ანის გამოჩენამდე წლების წინ, პირველი მეუღლე ჰყავდა.
ილო ბეროშვილის პირველი ცოლი ტელეწამყვანი ნელი აგირბა იყო, წყვილს ორი შვილი ჰყავთ. სესილია და ევა მამასთან დროს ხშირად ატარებენ. გოგოებს კარგი ურთიერთობა აქვთ ანისთან და როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ისინი ჯერის სანახავადაც მიდიან ხოლმე.
გიორგი ყიფშიძე
ყველასთვის ცნობილი მსახიობი გიორგი ყიფშიძე მრავალშვილიანი მამაა და მესამე ცოლთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. გიორგის რჩეული ენი გასოევა მეუღლეზე გაცილებით უმცროსია, ის წარმოშობით ოსია, ლონდონში სწავლობდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი გიორგი გაიცნო და მასზე დაქორწინდა.
გიორგის ენის გაცნობამდე ორი ცოლი ჰყავდა, მისი პირველი რჩეული მოდელი კრისტი ყიფშიძე იყო, რომელთან ერთადაც წლები იცხოვრა, კრისტისა და გიორგის საერთო შვილი ნატალია ყავთ. შემდეგ გიორგიმ მეორედ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა და რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მსახიობს ანისთან ერთი ბიჭი ალექსანდრე ჰყავს.
ახლა გიორგი მესამე მეუღლესთან და პატარა შვილთან კოსმოსთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და მეოთხე შვილის მოლოდინშია.
ნოე სულაბერიძე
ჩვენი ხუთეულის მეოთხე ადგილს ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე იკავებს. ნოეს მესამე მეუღლე ჰყავს, მისი ცოლი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილია, ჯანეტი და ნოე კი პატარა გოგონას ანა სულაბერიძეს მშობლები არიან.
ნოეს პირველი ქორწინებინად ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებიდან კი გოგონა. მისი მეორე მეუღლე ჟურნალისტი ეკა სამხარაძე იყო. 2019 წელს ტელეწამყვანმა მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე იქორწინა. როგორც სოციალური ქსელიდან და ფოტოებიდან ჩანს, ბავშვებს ჯანეტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
დუტა სხირტლაძე
ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძე უკვე წლებია ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, მისი რჩეული იუველირი მარინა ნაცვლიშვილია.
მარინასა და დუტას ორი შვილი ჰყავთ, ნინი და ლუკა მამას ძალიან გვანან და სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან.
დუტას ნინისა და ლუკას გარდა, პირველი ქორწინებიდან 24 წლის გოგონაც ჰყავს. დუტას პირველი მეუღლე ირმა გველესიანი იყო, რომელსაც წლების წინ დაშორდა.
ირმა საცხოვრებლად გერმანიაში წავიდა და გოგონაც იქ წაიყვანა. მარიამ სხირტლაძე საქართველოში მამის სანახავად ხშირად ჩამოდის ხოლმე.