<div> მომღერალმა ნატო გელაშვილმა "მხოლოდ ქართულის" კულუარებში მიმდინარე ამბებზე ისაუბრა და მის შვილზე ზრუნვისთვის მარინა ბერიძეს მადლობა გადაუხადა.
</div>
<div> "მარინა ბერიძეს თქვენი საშუალებით მადლობას ვეუბნები და რომ შემხვდება, მაშინაც ვეტყვი. ნამდვილად იყო იმის ღირსი, რომ მეც გამეგზავნა მისთვის ვარდები. ორი ტური ლუკას ძალიან მძიმე ვირუსი ჰქონდა და იქ მას მარინა პატრონობდა. ანტიბიოტიკის დრო რომ მოდიოდა, მარინა ახსენებდა, რომ არ დავიწყებოდა. კონკურსი კონკურსია და ადამიანობა - ადამიანობა.
ლუკას მაღალი სიცხეები ჰქონდა და მარინა მირეკავდა, არ ინერვიულო, ახლა დაუწია სიცხემო. არა მხოლოდ ლუკას, იქ ყველა ბავშვს პატრონობს. ამიტომაც ჩაიფიქრეს ბავშვებმა მისთვის თაიგულის გადაეცემა. 24 საათი არ მიუტოვებია ბავშვები და სულ ურთიერთობდა მათთან. ნამდვილად იმსახურებდა იმ თაიგულს. ლუკა კი, ეტყობა, სიმაღლის გამო ამოირჩიეს და მან გადასცა", - ამბობს გელაშვილი ჟურნალ "სარკესთან".
</div>