დიზაინერი ანუკი არეშიძე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე შვილების ვიდეოს აქვეყნებს და წერს: "გადაღების პოზები ჩემი ალბომისთვის". ანუკისა და თბილისის მერის, კახა კალაძის ვაჟები ცნობილი მშობლებიდან გამომდინარე ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და საზოგადოებას მათი ყოველი სიახლე აინტერესებს.
ცნობისთვის წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს: 13 წლის ლევან კალაძე, 8 წლის კახაბერ კალაძე, 6 წლის ვაჩე კალაძე და 3 წლის ნიკოლა, რომელიც ძმებს შორის ყველაზე მეტად სარგებლობს პოპულარობით. საზოგადოებას უმცროსი კალაძის ჩაცმის სტილი და საუბრის მანერა ძალიან უყვარს და ნიკოლას ვიდეოებსაც დიდი ინეტერესით ელიან.