ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე აქამდე ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში არ ათავსებდა. თუმცა ამჯერად მომღერალმა გამონაკლისი დაუშვა და "ინსტაგრამ სთორის" საშუალებით ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
"ჩემი სიყვარული", - დაწერა სოფომ და ბავშვს სახე დაუმალა.
ცნობისთვის, მომღერალს 2020 წელს ქალიშვილი ელის-მარია შეეძინა. სოფო შვილთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საზოგადოება მათ ჯერჯერობით არ იცნობს.
მომღერალი 35 წლის ასაკში ამერიკაში ფეხმძიმე გაემგზავრა და მას შემდეგ ბედნიერად ცხოვრობს.